ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა მორევის გალაქტიკა გადაიღო
მორევის გალაქტიკა, იგივე M51, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია ღამის ცაზე. გალაქტიკის ფონზე, ის საკმაოდ ახლოსაა და მისი დაფიქსირება მოყვარულ ასტრონომებსაც შეუძლიათ.
თუმცა, გალაქტიკა ასეთ დეტალებში აქამდე არასდრს გვინახავს. და ეს ლოგიკურიცაა, რადგან მორევის გალაქტიკას თავად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დააკვირდა.
სურათი ვების NIRCam და MIRI ინსტრუმენტთა მონაცემებს შეიცავს. სწორედ ასე გამოჩნდა ის დეტალები რაც აქამდე უხილავი იყო. საუბარია გალაქტიკის სპირალურ მკლავებს შორის მიჩქმალულ მახასიათებლებზე.
გალაქტიკას მეტსახელად "მორევი" მისი მორევის მსგავსი სტრქტურის გამო უწოდეს, რომელიც ჩამავალ წყალს ჰგავს. სხვა დიდი სპირალური გალაქტიკების მსგავსად, მბრუნავი სპირალები თვალსაჩინოდ ჩანს.
ჯეიმს ვების ახლო ინფრაწითელი კამერისა (NIRCam) და შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტის (MIRI) ინტეგრირებულმა მონაცემებმა გალაქტიკის მტვერი გამოავლინა, რომელიც კონცენტრირებულია სპირალურ მკლავებზე. ეს მუქი წითელი უბნების სახით ჩანს.
მკლავების გასწვრივ ნათელი უბნები ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებია, რომლებიც ლურჯ და თეთრ ცენტრალურ ბირთვამდე მიედინება.
ნარინჯისფერ და ყვითელ უბნებზე ნაჩვენებია იონიზირებული აირის რეგიონები, რომლებიც ახლახან წარმოქმნილი ვარსკვლავური გროვებისგანაა შექმნილი.
მორევის გალაქტიკა ჩვენგან 31 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს Canes Venatici-ის თანავარსკვლავედში.
სხვა ფოტოებზე, როგორიც ეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულია, პატარა, მოყვითალო გალაქტიკაც ჩანს. ეს NGC 5195 გალაქტიკაა.
კომენტარები