სემ ალტმანის თქმით, OpenAI-ში იციან, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ზოგადი ინტელექტი
OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) ეპოქა ახლოს არის. მისი თქმით, მან და მისმა კოლეგებმა იციან, თუ როგორ უნდა მივიდნენ აქამდე.
ასევე: რა არის ხელოვნური ზოგადი ინტელექტი და რისი შეცვლა შეუძლია მას
"ახლა უკვე ვიცით, თუ როგორ შევქმნათ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი. ჩვენ ეს გვესმის", — დაწერა ალტმანმა პირად ბლოგ პოსტში.
და მაინც, ჯერ კიდევ ასახსნელია ის, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ალტმანი ხელოვნურ ზოგად ინტელექტში. OpenAI-ის ძველ განცხადებაში აღნიშნულია, რომ AGI სისტემაა ის, რაც აჯობებს ადამიანებს ღირებული სამუშაოს შესრულებაში. ალტმენი მას ახასიათებს, როგორც "ჯადოსნური ინტელექტი ცაში", თუმცა ზუსტი განმარტება კვლავ საკამათოა.
ალტმანმა თავის ახალ პოსტში ისიც დაწერა, რომ ხელოვნური ინტელექტის "აგენტები", შესაძლოა, "მუშა ძალას" ამ წლიდან შეუერთდნენ. ამით მან მიანიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი მეტ სფეროში გამოჩნდება, ჩაანაცვლებს რა სულ უფრო მეტ ადამიანს და როგორც ჩანს, ეს შეიძლება 2025 წელს დაიწყოს.
დიდების დღეები
არის თუ არა OpenAI AGI-ის შექმნის პირას, ექსპერტების კამათის საგანია. სემ ალტმანის კომპანია ამ მხრივ ნამდვილად მოწინავეა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ის AGI-ის შექმნის გზაზე კედელს წააწყდეს.
ბევრისთვის AGI ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ ოდესღაც Chat GPT-იც ასეთი იყო, დღეს კი ის რეალობაა. შეძლებს თუ არა OpenAI კიდევ ერთი დიდების დღის გამეორებას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
კომენტარები