მეცნიერებმა 3D პრინტერით ვეგანური კალმარი შექმნეს
თანამედროვე მსოფლიოში უკონტროლო თევზჭერა და გარემოზე ამის უარყოფითი გავლენა იზრდება, ამიტომ მეცნიერები ისეთი ზღვის პროდუქტების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც მცენარეულ ბაზაზეა დაფუძნებული. საქონლის ხორცის ასეთი ალტერნატიული შემცვლელები უკვე მრავლადაა, რასაც თევზეულობაზე ვერ ვიტყვით.
ეს შესაძლოა, მალე შეიცვალოს, რადგან სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა სამგანზომილებიანი პრინტერის მეშვეობით ვეგანური კალმარი დაბეჭდეს. ისინი ცდიან ინოვაციურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მცენარეულ, თუმცა ნამდვილის მსგავსი გემოსა და შემადგენლობის მქონე ასეთ საკვებს ვიღებთ.
აღსანიშნავია, რომ თევზეულის ამგვარი დაბეჭდვა შედარებით ძნელია, რაც მათი სპეციფიკური ტექსტურით, გემოთი და საკვები ნივთიერებებითაა განპირობებული. მკვლევრებმა ეს დაბრკოლება 3D ტექნოლოგიის დახმარებით გადალახეს და მცენარეული ცილები გამოიყენეს.
კერძოდ, ზემოხსენებული პრინტერის "საღებავი" მიკროწყალმცენარეებისა და პარკოსან მაშის ცილებისგან შედგება, რომლებისგანაც სხვადასხვა ფორმა და ტექსტურა შეიძლება გამოვიყვანოთ. შედეგად, მეცნიერებმა შრეებიანი, ღეჭვადი და ცხიმიანი სტრუქტურის კალმარის რგოლები შექმნეს, რომლებიც ვიზუალურად, გემოთი და ნუტრიციული შიგთავსით ნამდვილს ჰგავს.
ისინი ამბობენ, რომ საბოლოო პროდუქტის ტექსტურა და სხვა მახასიათებლები ჯერ კიდევ დასახვეწია, თუმცა ის ნამდვილად იმედის მომცემია და შესაძლოა, მომავალში სუპერმარკეტებში ვიხილოთ.
"ცხოველური ცილების ალტერნატივის მხრივ უნდა მოვემზადოთ, განსაკუთრებით აქ, სინგაპურში, სადაც თევზების 90%-ზე მეტი მნიშვნელოვანია", —აცხადებენ ავტორები.
ამ შედეგებს ისინი ამერიკული ქიმიური საზოგადოების შეხვედრაზე წარადგენენ.
კომენტარები