მეცნიერებმა ანტარქტიდაზე საზამთრო მოიყვანეს — როგორ
საზამთრო, ალბათ, ბევრს გიყვართ და, შეიძლება, ისიც იცით, რომ ამ ხილის სამშობლო აფრიკაა. ეს რთული დასაჯერებელი სულაც არ არის, თუმცა რამდენად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საზამთროს მოყვანა დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე, ანტარქტიდაზე?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეცნიერებმა საზამთრო სწორედ ანტარქტიდაზე, კერძოდ, ვოსტოკის კვლევით სადგურზე მოიყვანეს.
იმისათვის, რომ ვოსტოკის სადგურის სათბური საზამთროსთვის უფრო სტუმართმოყვარე გამხდარიყო, Russian Antarctic Expedition of the Arctic and Antarctic Research Institute (AARI)-ის მკვლევრებმა Agrophysical Research Institute-ისა და Institute of Biomedical Problems of the Russian Academy of Sciences-ის კოლეგებთან ერთად მოაწყვეს ოაზისი, სადაც მათ შეეძლოთ ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის გაზრდა ხილისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
ჯგუფმა მიზანმიმართულად შეარჩია საზამთროს ორი სახეობა არა მხოლოდ მათი გემოს, არამედ მათი დაბალ ატმოსფერულ წნევასა და სათბურის შიგნით ჟანგბადის ნაკლებობასთან ადაპტაციის უნარის გამო. მკვლევრებმა თესლები დარგეს ნიადაგის შემცვლელის თხელ ფენაში და გამოიყენეს სპეციალური განათება, რომელიც ჰგავდა მზის სხივებს. იმის გამო, რომ მცენარეების დამტვერვისთვის მწერები არ ჰყავდათ, მათ ყველაფერი საკუთარი ხელით დამტვერეს.
თესლის დარგვიდან ზუსტად 103 დღის შემდეგ მკვლევრებმა მიიღეს რვა "მწიფე და ტკბილი ხილი", რომლებიც იზრდებოდა ექვს სხვადასხვა მცენარეზე. საზამთრო გაიზარდა, დაახლოებით, 1 კგ-მდე, დიამეტრით კი — 13 სმ-მდე.
ექსპერიმენტმა არა მხოლოდ წარმატებით დაამტკიცა, რომ სწორ პირობებში საზამთროს გაშენება შესაძლებელია პლანეტის ყველაზე ცივ ადგილასაც კი, არამედ ანტარქტიდის მძიმე პირობებში მცხოვრებ მეცნიერებს "ზაფხულის გემოც" გაახსენა.
კომენტარები