NASA მთვარის ორბიტაზე ასტრონავტების გასაშვებად ემზადება — Artemis 2
NASA ასტრონავტების თანამგზავრის გარშემო გასაშვებად ემზადება. მისია Artemis 2-ის ფარგლებში განხორციელდება. შესაბამისად, NASA-ს ინჟინრები ბევრს მუშაობენ.
Artemis 2-ის გამშვებმა გუნდმა პირველი გენერალური რეპეტიცია 20 ივლისს დაასრულა. სიმბოლურია და ამ დღეს Apollo 11-ის მისია მთვარეზე დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ NASA 2024 წელს მთვარის მიმდებარედ 4 ასტრონავტს გავუშვებს. ისინი თანამგზვავრზე ფეხს არ დადგამენ, მაგრამ მთვარის ორბიტაზე გავლენ. ანუ, Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ორბიტაზე მიემგზავრება და არა მის ზედაპირზე.
ასევე: მათი სახელები ისტორიაში შევა — გაიცანით მთვარის მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი
"თითოეული ასეთი სიმულაცია მნიშვნელოვანია. ჩვენ გვიწევს გავითვალისწინოთ ისეთი შემთხვევებიც, რისი წარმოდგენაც კი რთულია", — თქვა ჯონ აფფელბაუმმა, შესაბამისი წვრთნების ხელმძღვანელმა.
ასტრონავტებს კოსმოსში რაკეტა Space Lunch System (SLS) გაიყვანს. სწორედ ეს სისტემა გამოიყენეს Artemis 1-ის შემთხვევაში, 2022 წლის 16 ნოემბერს. პირველი მისიის მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ ასტრონავტთა გასამგზავრებლად ყველაფერი სათანადოდ მუშაობდა.
რაც შეეხება Artemis 2-სთვის მზადებას, სიმულაცია ფოკუსირებული იყო თხევადი წყალბადისა და თხევადი ჟანგბადის საწვავის დატვირთვაზე. საუბარია გაშვებამდე ბოლო 10 წუთზე.
NASA-ს წარმომადგენლების თქმით, ეს საკვანძო მომენტია და მისიის წარმატება მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
"სიმულაციები მთავარი ფაქტორია მომზადებისთვის", — თქვა NASA-ს წარმომადგენელმა, ჩარლი ბლექველ-ტომპსონმა.
Artemis 2-ის გაშვებამდე 1 წელზე მეტია დარჩენილი. შესაბამისად, მზადება გრძელდება.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Artemis 2-ს Artemis 3 მოჰყვება. ამ მისიის ფარგლებში ასტრონავტები 2025 წელს მთვარეზე ფეხს დადგამენ.
ეს ყველაფერი არ არის. პარალელურად, მთვარის ორბიტაზე სპეციალური კოსმოსური სადგური, სახელად Lunar Gateway გაეშვება, რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე საკომუნიკაციო ჰაბის, სამეცნიერო ლაბორატორიისა და ასტრონავტთა საცხოვრებელი მოდულის ფუნქციას შეასრულებს. მისია Artemis 4-ისა და Artemis 5-ის ფარგლებში, 2027-28 წლებში, სადგურს ახალ მოდულებს მიუერთებენ.
კომენტარები