ანა ბერნსის მერძევე — ქარჩხაძის გამომცემლობის ინტერვიუ წიგნის ავტორთან
ფოტო: Eleni Stefanou
თქვენ წინაშეა ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერლის, ანა ბერნსის, ექსკლუზიური ინტერვიუ. მერძევე ანა ბერნსის წიგნია, რომელმაც 2018 წელს ავტორს ბუკერის პრემია მოუტანა. ქარჩხაძის გამომცემლობამ წიგნი წელს ქართულ ენაზეც გამოსცა (მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი). რა რეალური მოვლენების შთაგონებით დაიწერა მერძევე? როგორია ავტორის წერის პროცესი, მისი საინტერესო გამოცდილება? რა საერთო შეიძლება აღმოაჩინოს ქართველმა მკითხველმა ჩრდილოეთ ირლანდიის უახლოეს წარსულთან? — ამ ყველაფრის შესახებ ავტორი ქარჩხაძის გამომცემლობისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად საუბრობს.
რა თემების შესახებ წერა გქონდათ განზრახული ამ წიგნში?
თითქმის მთელი ჩემი შემოქმედება დაფუძნებულია ჩემს წარსულზე ომით განადგურებულ ჩრდილოეთ ირლანდიაში. მე ვიკვლევ ასეთ დაყოფილ და ძალადობრივ საზოგადოებაში ცხოვრების ფსიქოლოგიურ შედეგებს. მიმაჩნია, რომ მერძევე გაცილებით მეტად უკავშირდება ამ მოვლენებს, ვიდრე ჩემი რომელიმე სხვა ნაწარმოები. ძირითადად ამ წიგნში გამოკვლეულია ჭორებისა და თვალთვალის ძალა ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც ჩაკეტილ ტერიტორიას გასამხედროებული ორგანიზაციები მართავენ. ზოგადად, რაც შეეხება თემის ან თემების გამოკვლევის განზრახვას, ერთ რამეს ვიტყოდი: მართალია, ის, რასაც მე ვწერ, ნამდვილად არის დაკავშირებული ძალაუფლების გამოყენებასთან როგორც პიროვნული, ასევე საზოგადოებრივი გაგებით, ძირითადად მაინც იმაზე ვფიქრობ, რომ მხატვრულ ნაწარმოებში რეალურობის შეგრძნება იყოს შენარჩუნებული. მე მივყვები მითითებებს, რომლებსაც ჩემი პერსონაჟები მაძლევენ და ვცდილობ, ერთგული ვიყო იმ მიზნისა, რომლის მიღწევაც თავად წიგნს სურს. ეს ნიშნავს, რომ თემებს, ხასიათებს, ტონალობასა და სტილს ვხედავ მხოლოდ წერის პროცესში, ან წერის დასრულების შემდეგ.
იქონია თუ არა ამ რომანზე გავლენა თქვენმა წარსულმა გამოცდილებამ?
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წიგნი მხატვრული ნაწარმოებია, ის ვითარდება ისტორიულ დროსა და ადგილას, რომელიც ბევრის მიერ ადვილად ამოიცნობა, როგორც 1970-იანი წლების ბელფასტი. მე სწორედ ამ პერიოდში ვიზრდებოდი იქ და ჩემმა ისტორიამ უდიდესი გავლენა იქონია წიგნზე. მე ვწერ ისეთ საზოგადოებაზე, როგორიც მახსოვს — ძალადობით, უნდობლობითა და პარანოიით გაჟღენთილი; ვწერ ისეთი ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ძლიერი ზეწოლის ქვეშ და ცდილობენ, რომ ასეთ სამყაროში რაღაცნაირად იარსებონ, გადარჩნენ.
რამ გადაგაწყვეტინათ, არ დაგესახელებინათ კონკრეტული ქალაქი ან მთავარი გმირის სახელი?
წიგნის წერის პირველ დღეებში მართლაც ვცადე რამდენიმე სახელი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ასე რომანი თავის ძალას და ატმოსფეროს დაკარგავდა. ჩემი მთხრობლის სახელი წიგნში არ ფიგურირებს, ხოლო როდესაც ის სხვა პერსონაჟებს ახსენებს, მათ მოიხსენიებს ტერმინებით როგორებიცაა "პირველი სიძე", "მეორე სიძე", "პირველი და", "ალბათ-შეყვარებული", "ძველი მეგობარი" და ასე შემდეგ, ამას ის დასაწყისიდანვე აკეთებს. ვფიქრობ, საკუთარი სახელების არარსებობა წიგნში პარანოიისა და დაძაბულობის ატმოსფეროს აძლიერებს. გარდა ამისა, ეს პერსონაჟების ერთგვარი დაცვაა თვალთვალის სხვადასხვა ტიპისგან. მერძევეში საშიშია პირდაპირობა, გახსნილობა, სწორედ ამის გამომხატველია პერსონაჟების ანონიმურობა. იგივე ეხება ენობრივ შეზღუდვებს, ჭორებისა და ორაზროვნების გამოყენებას, აკვიატებულ ჰიპერსიფხიზლეს, რითაც იმას იცავენ, რაც მათთვის მართლაც მნიშვნელოვანია.
თქვენს წიგნში წარმოდგენილი საზოგადოება ძალიან ჰგავს საქართველოსას. რას ეტყოდით მათ, ვინც ჯერ კიდევ დგას ასეთი გამოწვევების წინაშე?
მე ვარ იმ ადგილიდან, სადაც ახლა წესით მშვიდობა უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში მშვიდობა არ არის. ყველა ცდილობს, სხვას თავი მოაჩვენოს, რომ მშვიდადაა და ერთმანეთსაც ეუბნებიან, რომ, სხვა თუ არაფერი, ადრინდელზე უკეთესი მდგომარეობაა. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა. ჩრდილოეთ ირლანდიის ეგრეთ წოდებულ პოსტ-კონფლიქტურ ეპოქაში ახლა გაცილებით მეტი "მშვიდობიანი" კედელია აშენებული, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც მე ვიზრდებოდი. გამოდის, რომ ეს მაღალი ბარიერები, რომლებიც ერთ საზოგადოებას მეორისგან ყოფს, ჯერ კიდევ საჭიროა და თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, ეს ბარიერები სულაც არ არის მშვიდობის მანიშნებელი. კედლების აშენებასა და ჩაკეტილი სამყაროების შექმნას (და ეს, როგორც ჩანს, გლობალურ იმპულსსა და გამოხატვას იძენს) საბოლოოდ კარგ შედეგებამდე არ მივყავართ. სამწუხაროდ, გადაუჭრელ პრობლემებსა და კონფლიქტებს აქვთ ერთი ცუდი ჩვევა: ისინი ერთ მშვენიერ დღეს ბრუნდებიან და, თუ გამოსავალი დაუყოვნებლივ ვერ მოიძებნება, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ პრობლემაზე თვალი არ დავხუჭოთ, არ უარვყოთ ისინი, არ შევნიღბოთ სხვა რამით. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ერთი უსიამოვნო ტენდენცია: სახელმწიფოების უნდობლობა და შიში საკუთარი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოქალაქეები იწყებენ შეკრებას სერიოზული დისკუსიებისთვის, პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის საძიებლად. ასევე, როდესაც ნათლად ჩანს, რომ მათი მთავრობა თავად ამას ვერ უმკლავდება. ვფიქრობ, საქმე ეხება ისევ იმ საუკუნოვან შეკითხვას, თუ როგორ უნდა დავუკავშირდეთ ცხოვრებასა და სხვა ადამიანებს ისე, რომ მათ არ გვაკონტროლონ, რომ მათ ვერ გამოგვიყენონ, ვერ გაგვანადგურონ და, რა თქმა უნდა, არ იფიქრონ, რომ ჩვენ მათ იმავეს ვუპირებთ. ვფიქრობ, რომ სამყაროში არსებული ანტაგონიზმები დაკავშირებულია სხვა ადამიანის მიმართ შიშთან. როგორც ჩანს, ეს არასოდეს ქრება და ავითარებს რაღაცის ხელში ჩაგდებისა და მაგრად დაჭერის გარკვეულ გრძნობას, სანამ "მეორე მხარე" მოასწრებს ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ ვერ გვისწავლია, როგორც დავივიწყოთ შიში და ვეძიოთ საკუთარ თავში უნარი, ჭეშმარიტად დავუკავშირდეთ სხვა ადამიანებს, თუნდაც მათ ჩვენგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ. კაცმა რომ თქვას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია, რადგან მე ჯერ კიდევ ვებრძვი მის მრავალწლიან და ტრაგიკულ თავსატეხს.
როგორ ფიქრობთ, რას გაიგებენ მკითხველები თქვენი წიგნიდან?
მინდა, მკითხველებმა იგრძნონ, რომ მე შევეცადე გადმომეცა ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩაკეტილი საზოგადოება, როგორი შემზღუდავი პირობითობებია დამკვიდრებული ასეთ ადგილებში. ეს პირობითობები გარე სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს ძალიან უცნაურად ეჩვენებათ, მაგრამ თავად ამ ჩაკეტილ საზოგადოებაში ხალხი იძულებულია, დაემორჩილოს მათ, რათა გადარჩეს. მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი ადგილის ატმოსფერო გადმოვეცი, განსაკუთრებით კი მისი ემოციური სიმართლე. თუმცა, მე არასდროს ვიწყებ წერას იმ განზრახვით, რომ რაღაც თემებს უნდა შევეხო. ჩემი წიგნები ყოველთვის იწყება ერთი ადამიანით, ერთი კონკრეტული პიროვნების პირადი ისტორიით. გარდა ამისა, ვიცი, რომ, წიგნის დაწერისა და გამოცემის შემდეგ მე ვკარგავ კონტროლს იმაზე, თუ როგორ მიიღებს მკითხველი ნაწარმოებს. ადამიანებს კითხვის დროს შემოაქვთ თავიანთი საკუთარი ფსიქოლოგიური გამოცდილება და გემოვნება, ასევე საკუთარ პირობებს უყენებენ იმას, რასაც კითხულობენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ შესძინონ რაღაც ნებისმიერ წიგნს, ისევე როგორც აიღონ იქიდან ის, რაც სურთ. მათ შორის ჩემი წიგნიდანაც. ბოლოს და ბოლოს, მეც სწორედ ამას ვაკეთებ, როდესაც ვკითხულობ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები