5 ივლისს Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დედამიწაზე წყალი შედარებით გვიან უნდა გაჩენილიყო.

ახალი კვლევა საინტერესოა და მას პლანეტის ფორმირების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოცემა შეუძლია.

როგორ იყენებენ ლავას დედამიწის სტრუქტურის გასაგებად?

მკვლევრებს დედამიწის სიღმერში შეღწევა არ შეუძლიათ, თუმცა თავად ქანები ვულკანის საშუალებით ზედაპირს აღწევენ. მსგავსი კვლევებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ლავა დედამიწის ზედაპირზე ვულკანური ამოფრქვევების დროს ამოდის. მაგალითად, დედამიწის ზედა მანტია ზედაპირიდან 15 კილომეტრის სიღმიდან იწყება და 680 კილომეტრი გრძელდება.

მეორეს მხრივ, ქვედა მანტია 680 კილომეტრის სიღრმიდან იწყება და 2900 კილომეტრამდე გრძელდება. მეცნიერები სწორედ ამ მაგმებს სწავლობენ. ქვედა და ზედა მანტიიდან მიღებული ნიმუშები დედამიწის ფორმირებაზეც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დრეულ ეტაპზე ჩვენი პლანეტა ძირითადად მშრალი და კლდოვანი მასალისგან შედგებოდა.

დედამიწის სიღრმეში ქიმიური ხელწერის შესწავლით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ აქროლადი ნივთიერებები, როგორიცაა წყალი და იოდი, ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არსებობდა.

საპირისპიროდ, როდესაც მკვლევრებმა ზედა მანტია შეისწავლეს, აქროლადი ნივთიერებები მნიშვნელოვნად მეტი იყო.

ამ ქიმიურ თანაფარდობებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ პლანეტაზე წყალი საკმაოდ გვიან გაჩნდა.

ვენერასა და მერკურის შესწავლამ შეიძლება გვითხრას, თუ როგორ ჩამოყალიბდა დედამიწა

მოდელმა აჩვენა, რომ დედამიწა წარმოიქმნა ცხელი, მშრალი და კლდოვანი მასალებისგან. შესაბამისად, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი აქროლადი ნივთიერებები პლანეტის განვითარების ბოლო 15 პროცენტზე მოდის.

"მზის სისტემის გარე პლანეტების კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან წყალი საუკეთესო კომპონენტია არამიწიერი სიცოცხლის მოსაძებნად. ჩვენ კი ვიცით, რომ მსგავსი ციური სხეულები გაზის პლანეტების გარშემო ბრუნავენ. საუბარია იუპიტერისა და სატურნის მთვარეებზე. თუმცა, შიდა მზის სისტემა არ უნდა დავივიწყოთ. ვენერა და მერკური დედამიწასთან ახლოს მყოფი პლანეტებია. მათი ისტორია დედამიწისას ჰგავს. შესაბამისად, ამ პლანეტებზე დაკვირვებამ შეიძლება უშუალოდ დედამიწის ჩამოყალიბებაზე ბევრი რამ გვითხრას", — თქვა ფრანსუა ტისოტმა, Heritage Medical Research Institute-ის მკვლევარმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.