შექმნეს დრონი, რომელსაც ცეცხლმოკიდებულ შენობებში შესვლა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და ემპას კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა გუნდი ცეცხლგამძლე დრონებზე მუშაობს.
FireDrone ამჟამად ექსპერიმენტულია. როგორც შემქმნელები ამბობენ, ის 200 გრადუს ცელსიუსს 10 წუთის განმავლობაში უძლებს.
"არის შემთხვევები, როდესაც მეხანძრეებს ადამიანების ცეცხლმოკიდებული სახლებიდან გამოყვანა უჭირთ. ზოგჯერ ეს შეუძლებელიცაა. სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანი იქნება FireDrone", — თქვა მირკო კოვაჩმა Empa's Sustainability Robotics Laboratory-ის ხელმძღვანელმა.
თუმცა, დიდი ხანძრის დროს არის შემთხვევები, როდესაც საქმე 1000 გრადუს ცელსისუთანაც გვაქვს. ამ ტემპერატურის გაძლება ცეცხლგამძლე დრონსაც გაუჭირდება.
"იქნება შემთხვევები, რა დროსაც ცეცხლგამძლე დრონსაც გაუჭირდება შენობაში შეღწევა. თუმცა, მისი უპირატესობა სხვა დრონებთან შედარებით არც აქ დაიკარგება", — თქვა დევიდ ჰაუზერმა, Empa's Sustainability Robotics-ის წარმომადგენელმა.
ახალი დრონის სიცხის მიმართ წინააღმდეგობა უზრუნველყოფილია აეროგელის საიზოლაციო ფენით. სწორედ ამით არის მისი ელექტრონიკა დაცული. სპეციალიზებული გელი კონკრეტული პროექტისთვის შექმნეს.
ცეცხლგამძლე დრონი აღჭურვილია ბატარეით, ფრენის კონტროლერით, ვიდეო გადამცემით, რადიო მიმღებითა და სხვადასხვა სენსორებით, როგორიცაა ოპტიკური და ინფრაწითელი კამერა. დრონს ცეცხლმოდებულ სახლებში ხანძრის წყაროების დაფიქსირებისთვისა და სახიფათო ადგილების შესასწავლად გამოიყენებენ. ასევე ტექნოლოგია ეფექტური იქნება შენობებში მომწყვდეული ადამიანების აღმოსაჩენად.
დრონებს ტყის ხანძრის დროსაც გამოიყენებენ
ცეცხლგამძლე დრონის ტესტირება წარმატებული იყო. დრონი ეფექტური იქნება ტყის ხანძრების შესაფასებლადაც.
შემქმნელების თქმით, დრონები მალე გაყიდბაში ჩაეშვება.
ახალი დრონის შესახებ კვლევის ნახვა ჟურნალ Advanced Intelligent Systems-ში შეგიძლიათ.
კომენტარები