ლეგენდარულმა მუსიკოსმა არეტა ფრანკლინმა ტორონტოში კონცერტი ექიმის მოთხოვნის საფუძველზე გააუქმა.

"ექიმის მოთხოვნის საფუძველზე არეტა ფანკლინის კონცერტი, რომელიც 2017 წლის პირველ ივლისს იყო დაგეგმილი უქმდება. როგორც მისმა მკურნალმა თქვა, მომღერლისთვის ტორონტოში გაფრენა რეკომენდებული არ არის. თუმცა გვინდა გაცნობოთ, რომ ის მომდევნო წელს აუცილებლად ეწვევა ტორონტოს ჯაზ ფესტივალს და 28 ივნისს საკუთრი მსმენელის წინაშე წარდგება", - ნათქვამია არეტას პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფრანკლინმა რამდენიმე კონცერტი გასულ წელსაც გააუქმა, მათ შორის ვირჯინიასა და ნიუ-იორკში.

მუსიკოსი 25 მარტს 75 წლის გახდა.