ბოლო პერიოდში განათლების სფეროში Hospitality-ის მიმართულება უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და ძალიან იხვეწება. საქართველოშიც სწრაფად მზარდი ბაზარია. ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და ეს სფერო აინტერესებს, აუცილებლად ვურჩევთ, რომ კარგად მოიკვლიონ სხვადასხვა უნივერსიტეტების პროგრამები Hospitality-ის მიმართულებით.

ამ სტატიაში გაგაცნობთ BHMS Business & Hotel Management School-ს, რომელსაც სულ ახლახან ცნობილმა საუნივერსიტეტო რეიტინგების, კვლევებისა და განაცხადების ბრიტანულმა პლატფორმა QS (Quacquarelli Symonds)-მა 5 ვარსკვლავი მიანიჭა.

BHMS-მა ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა სწავლების და დასაქმების მიმართულებით, ასევე, რესურსებისა და სასწავლო პროგრამების რეიტინგში.

განათლების ცენტრ LEAF-ის დახმარებით შეგიძლია ჩააბარო შვეიცარიის ერთ-ერთ საუკეთესო ტურიზმის ბიზნესისა და სასტუმრო მენეჯმენტის უნივერსიტეტში. LEAF-ის კონსულტანტები, BHMS-ს უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ გაგიწევენ.

BHMS Business & Hotel Management School მდებარეობს ქალაქ ლუცერნში, შვეიცარიაში და უნიკალურია მისი სწავლისა და მუშაობის ერთობლივი პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში. უნივერსიტეტი გარანტირებულ მომავალს და დასაქმების ხელშეწყობას გთავაზობს ისეთ პარტნიორ კომპანიებში, როგორებიცაა: ჰილტონის, მერიოტის და ამარის სასტუმროთა ქსელში ამერიკის, ევროპისა და აზიის მასშტაბით.

BHMS გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს Hospitality Management, ბიზნესის მენეჯმენტისა და კულინარიული ხელოვნების მიმართულებებით.