გაიცანით ალექსანდრე ონიანი: სტუდენტი, რომელმაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აშშ-ში ისწავლა
ფოტო: საქართველოს ბანკი
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომლითაც სხვადასხვა საინტერესო პროფესიით, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირებითა და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს, შეუძლიათ სწავლა სამაგისტრო საფეხურზე აშშ-ში გაგრძელონ.
აშშ-ის საელჩოს მიერ შერჩეული კანდიდატები სწავლის სრულ დაფინანსებას იღებენ და პროფესიული უნარების გაღრმავება საზღვარგარეთ შეუძლიათ. ამასთან, პროგრამის მხარდამჭერი საქართველოს ბანკი არის, რომელიც წელს 3 სტუდენტს აშშ-ში სწავლას სრულად უფინანსებს.
ალექსანდრე ონიანი, ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდაა, რომელმაც ინფორმაციული სისტემებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ში ისწავლა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ცოდნის გაღრმავება სრული დაფინანსებით შეძლო, საქართველოში ახლახან დაბრუნდა.
ფულბრაიტის უნიკალური სასტიპენდიო პროგრამა
ალექსანდრემ On.ge-სთან ფულბრაიტის პროგრამის გამორჩეულ მახასიათებლებსა და აშშ-ში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. მას ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა აინტერესებს და სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა.
"ჩემი გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით სწორედ ჩემი ინტერესის სფეროებს უკავშირდება. ამერიკაშიც ამავე მიმართულებით ვისწავლე. ციფრულ სისტემებსა და ტექნოლოგიებზე კონცენტრირებული ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა განკუთვნილია ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის ზოგადი, გლობალური და მნიშვნელოვანი საკითხების სწავლასთან ერთად, შეიძინოს ტექნიკური უნარ-ჩვევები. სწორედ ეს მაკლდა ამერიკაში წასვლამდე და ვფიქრობ, Fulbright-ის პროგრამაზე ეს უნარ-ჩვევები ავითვისე", — ამბობს ალექსანდრე.
ალექსანდრეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დროის უდიდესი ნაწილი სწავლას დაუთმო, პროგრამაში მონაწილეობის უნიკალურმა შანსმა შესაძლებლობა მისცა, რომ კონკრეტული სფეროების ეპიცენტრში აღმოჩენილიყო.
"საშუალება მქონდა, მონაწილეობა მიმეღო Harvard-ის და MIT-ის ტექნოლოგიურ კონფერენციებში, გამეცნო ფულბრაიტელები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მრავლად არიან ბოსტონში და ზოგადად მასაჩუსეტში. ასევე, გამორჩეული იყო ზაფხულის სტაჟირების გამოცდილება Infoblox-ში, რისთვისაც მცირე ხნით დასავლეთ ამერიკაში გადავედი, სწორედ ამ სტაჟირების წყალობით მოვინახულე სიეტლი და იქ არსებული გიგანტური ტექ კომპანიების ოფისები. თავისუფალი დროის ქონა ყოველთვის უკავშირდებოდა ან რაიმე ახალი ადგილის აღმოჩენას ან ახალი ადამიანების გაცნობას. სწორედ ასეთი პატარ-პატარა გამოცდილებები ერთიანობაში ხდის ამ პროგრამას უნიკალურს და გაფიქრებინებს, რომ ის ძალისხმევა, რაც ამ მომენტამდე მოსასვლელად დახარჯე, ამად ღირდა", — აღნიშნავს ალექსანდრე.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერა
საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გვეუბნება, რომ გარდა ბანკის ფინანსური მხარდაჭერისა, მათი დამატებითი ჩართულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია..
"გარდა იმისა, რომ საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია, მნიშვნელოვანია ის საქმეც, რასაც ისინი დამატებით აკეთებენ მონაწილეებისთვის თუ პოტენციური კანდიდატებისთვის. პროგრამის მიმდინარეობისას მუდმივად ვიყავი კონტაქტზე საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან, რომელიც გულწრფელად ინტერესდება და გეხმარება ყველაფერში, რაც პროგრამის განმავლობაში ხდება", — ამბობს ალექსანდრე.
ალექსანდრე ონიანის რჩევები დაინტერესებულ ახალგაზრდებს
ალექსანდრე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ სტუდენტებს ყველა შანსის გამოყენებას ურჩევს და ამბობს, რომ აპლიკაციის შევსების პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ არ გამორჩეთ სამოტივაციო წერილები, რეკომენდაციები, მომავლის გეგმები თუ სხვა დეტალები, რომლებიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
"მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ პროგრამას აარჩევთ, იქნება ეს Fulbright თუ სხვა, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის დაცვა. აპლიკაციის შევსებისას საჭიროა ნაბიჯის უკან გადადგმა, ყველაფრის კარგად გაანალიზება და იმ მიზეზის გახსენება, საერთოდ რატომ და რა მიზნით დაიწყეთ მისი შევსება. ეს დაგეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებაში, რომელიც საბოლოოდ ყოველთვის გადაითარგმნება უკეთეს აპლიკაციაში. ამასთან, კონკურსის გამოცხადებიდან საბოლოო დედლაინამდე 2-3 თვის ქონა საქმეს საკმაოდ ამარტივებს და ყველას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სამსახურისა და სწავლისგან თავისუფალ დროის ნაწილი გამოიყენონ", — გვიზიარებს ალექსანდრე.
ალექსანდრე აშშ-დან ახლახან დაბრუნდა და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას საკუთარი ინტერესის სფეროში აპირებს. ის უკვე დასაქმდა ქართულ-უცხოურ IT (Software Development) კომპანიაში, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით: Fintech, iGaming, Custom Software Development და ა.შ.
“ამ კომპანიაში ვიკავებ IT Project Manager-ის პოზიციას და ვფიქრობ Fulbright-ის პროგრამამ ის მომცა, რაც ამ როლის უკეთ შესრულებაში დამეხმარება. უფრო კონკრეტულად კი — ტექნიკური უნარ-ჩვევები რომელიც ბიზნეს ხედვით არის განსაზღვრული”.
ფულბრაიტის პროგრამის 2023-2024 წლის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია და ისინი აშშ-ში სასწავლებლად სულ მალე გაემგზავრებიან. თქვენ კი, თუ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება გსურთ, ფულბრაიტის 2024-2025 წლის სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება უკვე შეგიძლიათ. შეავსეთ აპლიკაცია აღნიშნულ ბმულზე. აპლიკაციების მიღება 2023 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები