"უსამართლობაზე არასოდეს გავჩუმდები" — ქეთი დოლიძე ნაკაშიძის საქმის განხილვაზე
ფოტო: ნეტგაზეთი
სასამართლო სხდომაზე, სადაც მსახიობ გიორგი ნაკაშიძის საქმე განიხილებოდა, რეჟისორი ქეთი დოლიძეც მივიდა.
ნაკაშიძეს, რომელიც 3 დეკემბერს დააკავეს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედებოდა ბრალი. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა და მსახიობი გამართლდა, თუმცა, იგი პოლიციელის დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
"ადამიანი ასე სასტიკად არ უნდა იყოს დაჯარიმებული", — განაცხადა ქეთი დოლიძემ ინტერპრესნიუსთან.
მოგვიანებით, რეჟისორი ნაკაშიძის გასამართლებას ფეისბუქზეც გამოეხმაურა.
"უსამართლობა არის ყველაზე საზარელი რამ, რაზეც არასოდეს გავჩუმდები", — დაწერა მან.
ქეთი დოლიძემ აქციებზე ძალადობრივი ქმედებები რამდენიმე დღის წინაც დაგმო ფეისბუქპოსტში.
"დასაჯეთ დამნაშავეები, თავგადახსნილი დადის ნახევარი თბილისი", — აცხადებს რეჟისორი, — "ბოროტებამ მოიცვა ყველაფერი. დასაჯეთ ამის შემსრულებლები. უარესს იმეორებთ".
თეატრალური საზოგადოების ნაწილი კი, უკვე რამდენიმე დღეა, გაფიცულია. მსახიობები სპექტაკლებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ისინი გაფიცვით ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას აპროტესტებენ.
რამდენიმე დღის წინ დააკავეს ცნობილი ქართველი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. მას ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ოჯახი კი მიიჩნევს, რომ ჭიჭინაძის დაკავება "საჩვენებელი დასჯაა".
ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ, 6 დეკემბერს, მსახიობებმა, რეჟისორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს თეატრალურ უნივერსიტეტთან და მარჯანიშვილის თეატრთან.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ასევე ცნობილი, რომ დამოუკიდებელი თეატრალური პრემია თავისუფალი წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას არ გამართავს და ამის ნაცვლად გამარჯვებულებს საპროტესტო აქციაზე გამოავლენს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები