10 ამბავი იმის დასტურად, რომ ბავშვები სუპერგმირები არიან
სუპერგმირების ხსენებისას ბევრ ჩვენგანს ფილმისა და წიგნის პერსონაჟები ახსენდება. თუმცა რეალური სუპერგმირები ხშირად ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და მათი ისტორიები ბევრ სცენარზე უფრო შთამბეჭდავია.
ამ სტატიაში ბავშვების შესახებ 10 ისტორიას გიამბობთ, რომლებიც დაგარწმუნებს, რომ ნამდვილი სუპერგმირები სწორედ ისინი არიან.
1. აშშ-ში 10 წლის ბავშვმა დედა ეპილეფსიური შეტევისას აუზში დახრჩობას გადაარჩინა
ფოტო: Good Morning America
ოკლაჰომაში მცხოვრები 10 წლის გევინ კინი უამრავმა ადამიანმა გაიცნო. ამის მიზეზი კი ბიჭის გმირობა აღმოჩნდა: აუზში ცურვისას გევინის დედას ეპილეფსიური შეტევა დაემართა, გევინი კი მაშინვე აუზში ჩახტა და დედა დახრჩობას გადაარჩინა. გევინის თქმით, როგორც კი დაინახა, რომ დედა იძირებოდა, არ დაუყოვნებია და მის საშველად გადახტა. გევინმა დედას აუზიდან თავი ააწევინა, რათა ქალს წყალი არ გადაეყლაპა.
2. 6 წლის უკრაინელმა ბიჭმა დაბადების დღის საჩუქრად მიღებული დრონი ქვეყნის სამხედრო ძალებს გადასცა
ფოტო: VR Education Center
სუმის რეგიონში მცხოვრებმა 6 წლის უკრაინელმა ბიჭმა გადაწყვიტა, თავის დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული დრონი ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის გადაეცა. მამის თქმით, უკრაინელი ბიჭი ბავშვობიდან დრონზე ოცნებობდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ დაბადების დღეზე შვილისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა. თუმცა, როგორც კი ბიჭმა გაიგო, რომ უკრაინის სამხედრო ძალებს ასეთი დრონი სჭირდებოდათ, მაშინვე მოისურვა, ის გაეჩუქებინა.
3. აშშ-ში ბიჭმა სკოლის ავტობუსი უსაფრთხოდ მას შემდეგ გააჩერა, რაც მძღოლმა გონება დაკარგა
მეშვიდეკლასელი დილონ რივზი სკოლის ავტობუსით თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად მგზავრობდა, როცა მძღოლმა გონება დაკარგა. რივზი რთულ სიტუაციაში არ დაიბნა და ავტობუსის ყველა მგზავრის გადარჩენა შეძლო. როცა რივზი მიხვდა, რომ ავტობუსს მძღოლი ვეღარ მართავდა, თავისი ადგილიდან წამოხტა, ზურგჩანთა დააგდო, საჭესთან მიირბინა და ავტობუსი უსაფრთხოდ გააჩერა. ავტობუსის 66 მგზავრი რივზის გმირობამ გადაარჩინა.
4. აშშ-ში 9 წლის გოგომ მამის მობილურზე სახის ამომცნობი ბლოკი მოხსნა, დახმარება გამოიძახა და ოჯახი გაგუდვას გადაარჩინა
ფოტო: Scott Mcdonnell
მასაჩუსეტსელი 9 წლის გოგო სახლში სწორედ მაშინ მივიდა, როცა მისი მშობლები ნახშირბადის მონოოქსიდის ზედმეტი დოზის ჩასუნთქვით იწამლებოდნენ. ზედმეტი პანიკის გარეშე გოგომ მამის ტელეფონი აიღო, რათა დახმარება გამოეძახებინა, მაგრამ მიხვდა, რომ მობილური სახის ამომცნობი სისტემის გამო დაბლოკილი იყო. არც ამან დააბნია 9 წლის ჯეილინ ბარბოსა ბრენდაო, მან ტელეფონი მამის სახესთან მიიტანა, განბლოკა და ასე შეძლო 911-ზე დარეკვა. ჯეილინს არც მისი 7 წლის დაიკო დავიწყებია და სახლიდან ისიც უსაფრთხოდ გაიყვანა.
5. კარავში ცხოვრებით შეგროვებული საქველმოქმედო თანხით ბიჭმა გინესის რეკორდი დაამყარა
ფოტო: Getty Images
13 წლის ბიჭმა, რომელიც ბოლო 3 წელი კარავში ცხოვრობდა და ქველმოქმედებისთვის ფულს აგროვებდა, თანხის რაოდენობით გინესის რეკორდი დაამყარა. ბიჭმა კარავში ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მეზობელი სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. 13 წლის მაქსმა გადაწყვიტა, რომ კარავში ეცხოვრა და მიღებული თანხა საავადმყოფოში მყოფი სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად გადაერიცხა. მაქსმა კარავში დაძინება მაშინ დაიწყო, როცა 10 წლის იყო და ამის შემდეგ დაახლოებით 92 ათასი დოლარი შეაგროვა.
6. აშშ-ში 7 წლის ბიჭმა 3 წლის ბავშვი აუზში დახრჩობას გადაარჩინა
ფოტო: KTVB
7 წლის მესაია ბრაუნი საცხოვრებელი კომპლექსის აუზში ცურავდა, როცა შენიშნა, თუ როგორ ეშვებოდა 3 წლის ბავშვი აუზის ფსკერისკენ. მესაიამ 9 წლის ნათესავს, სავანას, უთხრა, რომ აუზის სიღრმეში თვალებგახელილი და პირღია ბავშვი დაინახა. სავანამ უთხრა, ბავშვი ამოეყვანა და მესაიაც ასე მოიქცა. ამის შემდეგ ბავშვებმა უფროსებს დაუძახეს. ბავშვის ამოყვანის შემდეგ უფროსებმა პატარას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს და ექიმები გამოიძახეს, საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვი კი გადარჩა.
7. 4 წლის ბიჭმა სათამაშოზე ამოკითხული ნომრით დედისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა
ფოტო: DILAWER KHAN
ნოტინგემის მცხოვრებმა 4 წლის ესსამ გულწასული დედის გადასარჩენად საოცარი გონებამახვილობა გამოიჩინა: მან საყვარელ სათამაშო მანქანაზე სასწრაფო დახმარების ნომერი ამოიკითხა და გულწასული დედისთვის დახმარება გამოიძახა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, 17-წუთიანი საუბრის განმავლობაში პოლიციელებს მაინც შეატყობინა, რომ დედას დახმარება ესაჭიროებოდა.
8. 7 წლის ბიჭმა ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდნით თავისი და გადაარჩინა
ფოტო: WVLT
7 წლის ამერიკელმა ბიჭმა, სახელად ელიმ, რომელიც დევიდსონების ოჯახმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ იშვილა და ორ შვილთან ერთად ზრდიდა, დის სიცოცხლე ხანძრის დროს მის ოთახში ფანჯრიდან გადაძრომით გადაარჩინა. ბავშვების დაძინებიდან ცოტა ხნის შემდეგ მშობლები კვამლის სუნმა გააღვიძა. წყვილმა 2 შვილი სახლიდან გამოიყვანა, მაგრამ 10 თვის ერინ დევიდსონი კვამლში გახვეულ საძინებელში მარტო აღმოჩნდა.
"გარეთ გავედით, რომ ფანჯრიდან აგვეყვანა, თუმცა გარშემო არაფერი იყო, რომ ფანჯარას მივწვდომოდი. ამიტომ ელი ავსვი, რომელიც ოთახში გადაძვრა და ერინი მისი აკვნიდან აიტატა", — განაცხადა ელისა და ერინის მამამ.
9. ჩიკაგოელმა გოგომ სამაჯურებით $23000 შეუგროვა ბავშვთა საავადმყოფოს, რომელშიც მკურნალობდა
ჰეილი ორლინსკი, რომელიც პატარაობაში ჩიკაგოს ლურის ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის პაციენტი იყო, შვიდი წლის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის დროს, ამავე საავადმყოფოს დაეხმარა: ჰეილიმ რეზინის "მეგობრობის სამაჯურები" დაამზადა და გაყიდა, რათა სამედიცინო მუშაკებისა და პაციენტების ოჯახების ინდივიდუალური თავდაცვის აღჭურვილობისთვის თანხა შეეგროვებინა. ჰეილიმ 9000-მდე ფერადი სამაჯური გააკეთა და გაყიდა, რითაც საავადმყოფოს COVID-19-ის ფონდს $23 000-ზე მეტი შემატა.
10. დაბოლოს, ნიუ-იორკელი ბიჭი ყოველ კვირა უსახლკარო ძაღლებს წიგნებს უკითხავს
10 წლის ნიუ-იორკელი ბიჭი უქმე დღეებში თავშესაფარში მცხოვრებ უსახლკარო ძაღლებს საინტერესო წიგნებს უკითხავს. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიჭის დედამ ქუჩაში ძაღლი იპოვა და შვილთან ერთად თავშესაფარში წაიყვანა — შედეგად არა მხოლოდ ძაღლის გაჩუქებაში მიიღო მონაწილეობა, არამედ იქ ძაღლებისთვის წიგნების კითხვის პროგრამის შესახებაც გაიგო. ბევრი ძაღლისთვის თავშესაფარში ყოფნა სტრესთან არის დაკავშირებული, კითხვა კი მათ დამშვიდებაში ეხმარებათ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები