სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტისა და ჰონგ კონგის ინსტიტუტის მკვლევარები აცხადებენ, რომ შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ტვინის სიგნალებისგან "მაღალი ხარისხის" ვიდეოს რეკონსტრუქცია შეუძლია.

როგორც მკვლევრები განმარტავენ, ხელოვნური ინტელექტის მოდელი სახელწოდებით MinD-Video საჯაროდ ხელმისაწვდომია. ის მონაცემებს fMRI-ით კითხულობს. ეს მაშინ, როდესაც ინდივიდს უჩვენებდნენ ვიდეოს და პარალელურად ტვინის აქტივობას იწერდნენ.

სისტემის გამოყენებით, რომელიც შექმნილია გამოსახულების და ვიდეოს დეკოდირებისთვის, მკვლევრებმა შეძლეს შეექმნათ "მაღალი ხარისხის" ვიდეო გამოსახულება.

მოდელმა შეძლო ვიდეოების რეკონსტრუქცია საშუალოდ 85 პროცენტიანი სიზუსტით, "სემანტიკური და პიქსელის დონის მეტრიკის" საფუძველზე.

"ტვინის რთული აქტივობების ფარგლებში დამალული ინფორმაციის გაგება დიდი თავსატეხია ნეირომეცნიერებისთვის. თუმცა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს შესაძლებელია", — ნათქვამია კვლევაში.

ახალი ნაშრომი ეყრდნობა მკვლევრების წინა მცდელობებს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სურათების ხელახლა შესაქმნელად მხოლოდ ტვინის ტალღების ანალიზით.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო მთლიანობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს ჩანს ვებსაიტზე ორიგინალური და "რეკონსტრუირებული" ვიდეოების პირდაპირი შედარებისას.

კადრები შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ:


თუმცა, გაიპარა შეცდომებიც. მაგალითად, კუს ვიდეო ხელოვნურმა ინტელექტმა თევზის ცურვად გარდაქმნა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.