5 რამ, რაც ქალის "მთავარი სამკაულია" — არა, მორჩილება სამკაული არ არის
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სასულიერო პირი საკვირაო სკოლაში ბავშვებს ეკითხება, თუ რა არის ქალის "მთავარი სამკაული". ბეჭედი, ყელსაბამი, "კიკინა" — პასუხობენ ბავშვები. სასულიერო პირი მათ მინიშნებას აძლევს და ბოლოს დაფაზე პასუხს ვხედავთ: "მორჩილება".
სასულიერო პირი პატარებს უხსნის, რომ ქალის "მთავარი სამკაული" მორჩილებაა. მისი თქმით, ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს და ბიჭებმა გოგოები იმის მიხედვით უნდა შეარჩიონ, თუ რამდენად ემორჩილებიან მამებს:
"მორჩილება არის, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს უჯერებს ისეთ რამეში, რაც ღვთის მცნებას არ ეწინააღმდეგება, რაც ცოდვა არ არის, რაც ღვთისთვის მოსაწონია. სხვა შემთხვევაში, თუ ცოდვა არ არის, ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს. ეს არის მისი სამკაული. ეს მთავარი სამკაული თუ არ აქვს — მორჩილება და თავმდაბლობა — მაშინ მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია, რომ ჩამოჰკიდო, არაფერი არ იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში.
...რომ შეხედავ გოგოს, რომ თავის მამას უჯერებს, მაშინ დიდი ალბათობით მეუღლესაც დაუჯერებს. მაგრამ თუ შეხედავ, რომ ის მამას არ უჯერებს, ეურჩება, მაშინ თუ მაინც გადაწყვეტ, რომ ცოლად მოიყვანო, წინასწარ უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება არც შენ დაგიჯერებს, სავარაუდოდ... ასე რომ კარგად დაუკვირდით, მერე არ ინანოთ."
იმ ქვეყანაში, სადაც ქალები მუდმივად ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ფემიციდიც ლამის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ქალის მთავარ თვისებად კიდევ მორჩილების დასახელება და ამის ბავშვებისთვის სწავლება, მსუბუქად რომ ვთქვა, უპასუხისმგებლობა მგონია. სწორედ მორჩილების სახელითა და ხათრით უწევს უამრავ გოგოსა და ქალს ძალადობის, შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოპყრობის ატანა. ბიჭებისთვის კი იმის სწავლება, რომ ქალები უნდა დაიმორჩილონ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმის თქმას ნიშნავს, რომ "დაუმორჩილებლობის" შემთხვევაში მათ "შესაბამისი ზომების" მიღების — ძალადობის უფლებაც აქვთ.
ამიტომ არა, მორჩილება არაა ქალის "მთავარი სამკაული". ქალებს მსგავსი "სამკაულები" არ სჭირდებათ. მათ გარეშეც ვიმსახურებთ ადამიანის ძირითად უფლებებს — არავის არ აქვს ჩვენი დამცირების, დამორჩილებისა და ჩვენზე ძალადობის უფლება. მაგრამ თუ მაინცდამაინც "სამკაულებზე" მიდგება საქმე, მეც მაქვს იმ "სამკაულების" სია, რომლებიც მგონია, რომ ყველა ქალს უხდება:
1. განათლება
ფოტო: Warner Bros
განათლების მთელი ხიბლი ისაა, რომ ის ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა და გამოცდილების მქონე ქალს ერთნაირად უხდება. მორჩილების მარწუხებისგან თავის დასაღწევადაც, პირველ რიგში, განათლების მიღებაა საჭირო. კითხვა, წერა, მოძიება, სწავლა, აღმოჩენა, შეცდომების დაშვება, დაცემა და ფეხზე წამოდგომა — განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომლითაც ჩვენი მჩაგვრელების დამარცხება შეგვიძლია.
2. საკუთარი აზრისა და გრძნობების თამამად გამოთქმის გამბედაობა
ფოტო: MGM
ყველაფრისთვის თუ ბოდიშს იხდი და საკუთარი აზრის დაფიქსირებასაც სულ რბილად, "ალბათ"-ებით, "ასე ვფიქრობ"-ებით და "შეიძლება ვცდები"-ებით ცდილობ, მარტო ნამდვილად არ ხარ. სასწავლებელში, სახლში თუ სამსახურში ხშირად თავს ისე გვაგრძნობინებენ, თითქოს ჩვენს აზრსა და იდეებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უფრო "კომპეტენტურ" ხალხს უნდა დავემორჩილოთ და სწორედ სხვისი, განსაკუთრებით, კაცის სიტყვაა გადამწყვეტი. ასე ნამდვილად არაა: ყველგან, სადაც ხარ, საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოთქმის ისეთივე უფლება გაქვს, როგორიც სხვებს და ამის გამბედაობა ის სამკაულია, რომელიც თამამად უნდა ატარო.
3. "არა"-ს თქმის გამბედაობა
ფოტო: Everett
ვიცი, რომ არას თქმა ძალიან, ძალიან რთულია — ამას ცალკე სტატიაც კი მივუძღვენი. რთულია, მაგრამ აუცილებელია. "არა"-ს არ სჭირდება მიზეზი, უფრო სწორად, "არა"-ს თქმის სურვილი უკვე საკმარისი მიზეზია. ამ უნარზე მეტად საკუთარ თავსა და სხვა ქალებში ცოტა რამ აღმაფრთოვანებს.
4. სხვა ქალების მხარდაჭერა
ფოტო: Netflix
ვფიქრობ, ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველა სირთულე გადალახვადია, თუ მხარს ერთი ქალი მაინც გიჭერს. ერთი ქალის გასაჭირი — საზოგადოების წნეხი, ძალადობა, გენდერული უთანასწორობა — ყველაზე კარგად მეორე ქალს ესმის. ამიტომ სხვა ქალების მიმართ ემპათიისა და მხარდაჭერის გამოვლენა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი "სამკაულია".
5. დაუმორჩილებლობა
ფოტო: Nickelodeon
შესაძლოა, სიტყვა "დაუმორჩილებლობა"-ს ზოგისთვის უარყოფითი დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ, აბა, რა უნდა ქნა, როცა უსამართლობას ეჩეხები? რა უნდა ქნა, როცა შენი უფლებები მუდმივად ილახება? რა უნდა ქნა, როცა გჩაგრავენ და ამ ჩაგვრას საზოგადოება ისევ შენ გაბრალებს? რა უნდა ქნა და, დაუმორჩილებელი უნდა იყო. შეიძლება, ვიღაცამ "მორჩილების სამკაული" გაჩუქოს ან ძალით გაგიკეთოს, მორჩილებაზე ლექციები გიკითხოს და გიმეოროს, რომ მორჩილებაზე მეტად არაფერი გიხდება, მაგრამ არ დაუჯერო: არასდროს დაემორჩილო იმას, ვინც/რაც მარწუხებში გაქცევს, გავიწროებს, გჩაგრავს და გაჯერებს, თითქოს კარგად ყოფნას არ იმსახურებ.
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა

კომენტარები