აშშ-ში ჰომოსექსუალი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე შეზღუდვები მოიხსნა
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გამოაცხადა, რომ 2023 წლის 11 მაისს ოფიციალურად გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც ჰომოსექსუალ და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონორობას უკრძალავდა.
აკრძალვა თავდაპირველად დაწესდა შიდსის ეპიდემიის პირველ დღეებში, მაგრამ წლების განმავლობაში სამედიცინო პროფესიონალები და ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები ამტკიცებდნენ, რომ აკრძალვა აღარ იყო სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული და რომ იგი ჰომოსექსუალი და ბისექსუალი კაცების დისკრიმინაციას ეწეოდა.
როდესაც FDA-მ პირველად დააწესა სისხლის დონაციის აკრძალვა 1983 წელს კაცებისთვის, რომლებსაც აქვთ სექსი კაცთან, არსებობდა გონივრული მიზეზები ფართო რეგულაციებისთვის სისხლის მარაგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შიდსის ეპიდემიის დაწყებისას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები უმკლავდებოდნენ უცნობ ვირუსს, რომელიც გაურკვეველი საშუალებებით გავრცელდა. მკვლევრებმა ოფიციალურად დაადგინეს აივ ინფექცია, როგორც შიდსის გამომწვევი მიზეზი ერთი წლის შემდეგ, 1984 წელს, და კიდევ ერთი წელი დასჭირდა პირველი ტესტის დამტკიცებას აივ-ზე სისხლის დონაციის შესამოწმებლად.
მიუხედავად ჰომოსექსუალი და ბისექსუალი კაცებისთვის სისხლის დონაციის აკრძალვისა, არსებობდა მცირე რისკი იმისა, რომ დონორთა სკრინინგისა და სისხლის სკრინინგის პროტოკოლების წარუმატებლობას შეიძლებოდა გამოეწვია აივ ინფექციის ან სხვა დაავადებების გადაცემა სისხლის გადასხმით.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეზღუდვები 80-იან წლებში გონივრული იყო, დღესდღეობით, მეცნიერება განვითარდა და მკვლევრებს უკეთ ესმით, როგორ ხდება აივ ინფექციის გადაცემა და როგორ შეიძლება რისკების პრევენცია.
წლების განმავლობაში, მეცნიერულმა მიღწევებმა და მკაცრმა პროტოკოლებმა ხელი შეუწყო აივ-ის სისხლით გადაცემის, თითქმის, აღმოფხვრას. სინამდვილეში, აივ-ის ბოლო დოკუმენტირებული გადაცემა მოხდა თითქმის 15 წლის წინ.
ახალი გაიდლაინების მიხედვით, უმჯობესია, სისხლის დონაციისას დაეყრდნონ ინდივიდის დონაციის ისტორიას და არა ფართო კატეგორიზაციას. შესაბამისად, ინდივიდი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ შეძლებს სისხლის დონაციას, თუკი შეფასებისას დადგინდება, რომ იგი მაღალი რისკის მქონეა.
კომენტარები