საავტორო უფლებათა ასოციაციამ YouTube-თან სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ YouTube-თან სალიზენციო შეთანხმება გააფორმა.
შეთანხმება მიხედვით, YouTube საავტორო უფლებათა ასოციაციას ნაწარმოებების განთავსებისთვის საავტორო ჰონორარს გადაუხდის, რომელსაც, ასოციაცია ავტორებს გაუნაწილებს.
ასოციაციის განცხადებით, ეს ფაქტი ასევე სტიმულს მისცემს ქართველ ავტორებს, მათი ინტელექტუალური შრომის შედეგი მეტი მოცულობით განათავსონ YouTube-ზე.
შეთანხმების დეტალები
YouTube-თან თანამშრომლობის დეტალებზე, On.ge საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს, გიგა კობალაძეს ესაუბრა.
მისი განმარტებით, შეთანხმება მხოლოდ მუსიკალურ ნაწარმოებებზე ვრცელდება და არ ეხება YouTube-ის მონეტიზაციის პროგრამას, რომელიც ე.წ. “კრეატორებისთვის” (YouTube-ზე საკუთარი კონტენტის ლეგალურ განმთავსებლებისთვის) სარეკლამო შემოსავლის გაყოფას ახორციელებს.
შეთანხმების მიხედვით, YouTube საავტორო უფლებათა ასოციაციას ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას გადაუხდის და მიაწვდის მონაცემებს, ასოციაციის ავტორთა ნაწარმოებების საქართველოს ტერიტორიაზე დაკვრის რაოდენობის შესახებ. ასოციაცია კი შესაბამის ჰონორარებს, მის ავტორებზე, ამ მონაცემების მიხედვით გადაანაწილებს. შეთანხმების თანხა კონფიდენციალურია.
ის ავტორები, რომლებიც ჩართულნი არიან YouTube-ის მონეტიზაციის პროგრამაში და, ასევე, არიან საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებიც, სალიცენზიო ჰონორარის წილს ასოციაციისგან მაინც მიიღებენ. კობალაძის ინფორმაციით, მუსიკის ავტორებისთვის ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა.
საავტორო უფლებათა ასოციაციის ჰონორარის ბენეფიციარებში, ქართველ ავტორებთან ერთად, მათი უცხოელი კოლეგებიც შედიან მსოფლიოს მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ ასოციაცია YouTube-სგან მიღებულ ჰონორარს უცხოური ჰიტების ავტორებს ან შესაბამის ლებლებსაც გაუნაწილებს, საქართველოდან მათი ნაწარმოებების მოსმენების რაოდენობის შესაბამისად.
მსგავსი პრინციპით ანაწილებს ასოციაცია სხვა ადგილობრივი პარტნიორებისგან მიღებულ ჰონორარსაც, რომლებიც მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენების 40-მდე სხვადასხვა ტიპის ლიცენზიას ფლობენ. მათ შორის არიან ტელეკომპანიები, კაფე-ბარები, თეატრები, კონცერტების ორგანიზატორები და სხვ.
ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი შეთანხმება უცხოური ონლაინ-სერვისებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ YouTube-თან და მუსიკის სტრიმინგ-სერვის Deezer-თან აქვთ, თუმცა, გეგმაშია მოლაპარაკებების დაწყება სხვა საიტებთანაც.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
კომენტარები