ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

3 May. 2023, 12:06

დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღინიშნება. UNESCO-ს წლევანდელი თემა ამ დღის აღსანიშნავად არის უფლებების მომავლის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლებების მამოძრავებელი ძალა. 

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მედია საშუალებები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ: ისინი ხელს უწყობენ ფაქტების გადამოწმებასა და გავრცელებას, ქმნიან სივრცეებს, სადაც შესაძლებელია იდეების განხილვა და იმ ადამიანების გაგონება, ვისი ხმაც სათანადოდ არ ისმის.

მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან: თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია; სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის ყველა უფლებების უზრუნველყოფისა და სრულყოფილი დემოკრატიის არსებობის პირობას წარმოადგენს; პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედიას შეუძლია გამოავლინოს უსამართლობა, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ; სამართლებრივი დაშინება და მედიის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; გამოხატვის თავისუფლების უფლება განცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში. გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებას და ხარისხიან ინფორმაციას როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. ჩაჩუასთან ერთად მისი მეუღლეც დააკავეს, რომელიც ასევე…