ჩუბინაშვილის ცენტრის საბჭო კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის
ფოტო: კულტურის სამინისტრო
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საიას თქმით, 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
- კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ეცნობა სამინისტროს.
- ორგანიზაციის განცხადებით, კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ცენტრის სამეცნიერო საბჭომ არჩევანი კვლავ თამარ ბელაშვილის კანდიდატურაზე შეაჩერა.
- ამბობენ, რომ კონკურსის დასრულების შედეგები შემდგომი ფორმალური პროცედურების გასავლელად სამეცნიერო საბჭომ სამინისტროს წარუდგინა.
- მათივე თქმით, სამინისტრო ვალდებული იყო დაემტკიცებინა სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი, თუმცა, სამინისტრომ ამ ვალდებულების შესრულებაზე დაუსაბუთებლად თქვა უარი და სამეცნიერო საბჭოს მიუთითა, რომ გამოეცხადებინათ ახალი კონკურსი.
- ასევე განმარტავენ, რომ სამინისტრომ მოითხოვა დირექტორის კანდიდატურის წინასწარი შეთანხმება — აღნიშნული ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროსთვის მიუღებელი იყო კონკრეტულად თამარ ბელაშვილის კანდიდატურა, უარის საფუძველი კი, კანონმდებლობა არ ყოფილა.
დეტალები: საია ამბობს, რომ სამინისტროს მიერ კანონის შესაბამისად ცენტრის დირექტორად არჩეული თამარ ბელაშვილის დამტკიცებაზე უარი და ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის კანდიდატურის წინასწარ შეთანხმების მოთხოვნა წარმოადგენს სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებებში უხეშ ჩარევას.
- მათი განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია თამარ ბელაშვილთან მიმართებით.
- ორგანიზაციის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
- "აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ითხოვს სამეცნიერო საბჭოს მოსარჩელეთა წრიდან ჩამოშორებას და საქმის შეწყვეტას იმ დასაბუთებით, რომ სამეცნიერო საბჭო არ წარმოადგენს ცალკე სამართლის სუბიექტს და მას არ აქვს დავის უფლება", — წერს საია.
- ამბობენ რომ სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან კანონის მიხედვით, სწორედ ცენტრის სამეცნიერო საბჭოა უფლებამოსილი შეარჩიოს ცენტრის დირექტორი და მისი არჩევანის დამტკიცებაზე გამიზნული და დაუსაბუთებელი უარი საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევაა.
- მათი თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში, სამინისტრო ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ცენტრს, რაც გამოიხატება დებულებაში ცვლილებების შეტანის, საშტატო ნუსხის დამტკიცების შეფერხებასა და ბიუჯეტის ფორმირების გაჭიანურებაში.
- საიას თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ სასამართლო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ შეილახება ცენტრის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და იგი შეუფერხებლად შეძლებს თავისი ეროვნული კვლევითი საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებას.
კონტექსტი: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრმა გელათის შესახებ დასკვნა იანვარში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
- წერდნენ, რომ მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან.
- აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ცენტრის დასკვნა სამინისტროშივე არ მოეწონათ და განცხადებით მალევე გამოეხმაურნენ.
- სადაც ცენტრი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ დოკუმენტი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.
- ბოლოს გაირკვა, რომ ჩუბინაშვილის ცენტრს კვლევა საპატრიარქომ დაუკვეთა.
-
10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება 10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება
გადახედვა
-
ილონ მასკი ოდისეის ისტორიულად ზუსტი AI-ვერსიის შექმნას გეგმავს ილონ მასკი ოდისეის ისტორიულად ზუსტი AI-ვერსიის შექმნას გეგმავს
-
პატივს ვცემთ და გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება — ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ჩამოშორებაზე პატივს ვცემთ და გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება — ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ჩამოშორებაზე
გადახედვა
-
როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი
გადახედვა
-
მშენებარე ბინები ბათუმში: მშენებლობის ეტაპზე ყიდვის უპირატესობები და რისკები მშენებარე ბინები ბათუმში: მშენებლობის ეტაპზე ყიდვის უპირატესობები და რისკები
-
აქტივისტი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირი დააკავეს აქტივისტი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირი დააკავეს
გადახედვა
-
როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა — როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა — როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება
-
რუსთაველის გამზირი, რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან გადაიკეტა
გადახედვა
-
OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
გადახედვა
-
თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
-
საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს" საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს"
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა
გადახედვა
-
ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები?
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება
გადახედვა
-
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
კომენტარები