12 არასამთავრობო მაჟორიტარობის გაუქმების გადავადებაზე: ქართული ოცნება გაუმართლებლად იქცევა
12 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის - ქართული ოცნების გადაწყვეტილება პარლამენტის წევრების სრულად პროპორციული წესით არჩევის გადავადების შესახებ მიუღებელი და გაუმართლებელია. ამ შინაარსის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად გაავრცელეს.
"მმართველი პარტიის მიერ მოყვანილი არგუმენტი, პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ შერეული სისტემის შენარჩუნებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე," - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის სრულად პროპორციული წესით დაკომპლექტების წესის გადავადების შემთხვევაში, ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი. განცხადების ავტორები, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გადავადების გარეშე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
"სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობას უმრავლესობასთან ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითია და თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმატების მიუხედავად, არსებითი ცვლილებების მიღწევა ვერ ხერხდება," - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ისინი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინონ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს კონსესუსის შედეგად და აუჩქარებლად, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ ტოვებდეს ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულის შთაბეჭდილებას.
განცხადებას ავრცელებენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:
-
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
-
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
-
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
-
ლიბერალური აკადემია;
-
სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
-
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
-
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
-
მედიის განვითარების ცენტრი;
-
საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
-
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
-
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები