300 მილიონი წლის წინანდელი სახეობის 3D სკანირებამ აჩვენა, რომ მას ძვლები არ ჰქონდა
ახალმა კვლევამ ძველი შედეგები უარყო
70 წლის წინ აღმოჩენილმა Tullimonstrum gregarium-მა პალეონტოლოგები თავიდანვე დააბნია. წლების განმავლობაში, მეცნიერები დაობდნენ ხერხემლიანი იყო თუ არა ეს კონკრეტული სახეობა.
და აი ახლა, ახალმა კვლევამ ეჭვები საბოლოოდ უარყო. მკვლევართა ჯგუფმა იაპონიაში, 150-ზე მეტი გაქვავებული Tullimonstrum gregarium-ისა და 70 სხვა მრავალფეროვანი ცხოველის ნამარხები შეისწავლა. შემდეგ, მათი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს უცნაური სახეობა არ იყო ხერხემლიანი.
3D გამოსახულების ტექნოლოგიის გამოყენებით, ჯგუფმა არსების დეტალური მახასიათებლები აღმოაჩინა. ეს სახეობა დედამიწაზე დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
ცოტა ისტორია
სახეობას მეტსახელად ტულის ურჩხული შეარქვეს. ეს ფრენსის ტულის პატივსაცემად, რომელმაც 1950-იან წლებში, მაზონის კრიკზე გათხრებისას, 15 სანტიმეტრის სიგრძის უცნაური ნამარხი აღმოაჩინა.
"ორი ქვა ვიპოვე. ქვები ბუნებრივი მიზეზებით იყო გაბზარული. აღმოჩენა სხვა ნიმუშებისგან განსხვავდებოდა და მათზე რაღაცა იყო. მსგავსი აქამდე არაფერი მქონდა ნანახი. მე ნიმუში ჩიკაგოს მუზეუმში მივიტანე, რათა გამეგო თუ რასთან მქონდა საქმე", — თქვა ტულიმ 1987 წელს Chicago Tribune-თან ინტერვიუში.
ამ სახეობის ანატომია მეცნიერებისთვის საკამათო თემაა მისი აღმოჩენის დღიდან. "ურჩხული", რომელიც წააგავს გასუქებულ მიწის ჭიას, არის 30 საინტიმეტრის სიგრძის და აქვს თვითმფრინავის მსგავსი კუდი, საკმაოდ მოქნილი სხეულის ბოლოში.
"ჩვენ გვჯერა, რომ ამ არსების საიდუმლო ამოხსნილია. მტკიცებულებათა მრავალ ფაქტორზე დაყრდნობით, ხერხემლიანთა ჰიპოთეზა ტულის მონსტრის შესახებ დაუსაბუთებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტულის ურჩხულს ჰქონდა სეგმენტაცია თავის არეში. ეს მახასიათებელი არ არის ცნობილი ხერხემლიანთა არცერთ საგვარეულოში, რაც მიუთითებს არახერხემლოებთან პირდაპირ კავშირზე", — ამბობს ტომოიუკი მიკამი, კვლევის თანაავტორი და ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტი.
მიკამიმ დამატებით ისიც დასძინა, რომ მეტი კვლევაა საჭირო ტულის ურჩხულის ევოლუციური ციკლის უკეთ გასაგებად.
კომენტარები