იაგო ხვიჩია

18 Apr. 2023, 15:34

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორეს მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი და ჯერ არ ვიცით, როგორ მორჩება ეს ამბავი. მაგრამ როგორც არ უნდა მორჩეს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ასეთი ქსელი არსებობდა, შეუძლებელია, ეს ქსელი არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მე ვეთანხმები ამ შემთხვევაში ენმ-ს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, ქალბატონ ხატიას. 

ზოგადად, მე არ მჯერა, რომ საქართველოში სუს-ისთვის უცნობია 12 000 კაცი სადღაც რომ მუშაობს და რაღაცა სქემა როა და ეს ამბავი ამდენი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. თუ ამის არ გჯერა და ფიქრობ, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს იმის კვალიფიკაცია ნამდვილად ეყოფათ, რომ ასეთ სქემა დაედგინათ, მაშინ გამოდის რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან ქართულ ხელისუფლებას და ბატონ კეზერაშვილს შორის. 

რა შეიძლება იყოს ასეთი გარიგების საგანი? რაზე შეიძლება შეუთანხმდე, როცა ხელისუფლებაში ხარ ოპოზიციის მთავარ დონორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ამას იმ შემთხვევაში ვამბობ, თუ დადასტურდება ბრალდებები, რაც არსებობს, რეპუტაციული მედიაუწყებისგან. ხომ არა იმაზე, ესეც ჩემი დაშვებაა და ვინმემ კონტრარგუმენტი მითხრას, ხომ არა იმაზე, რომ შენ მიდი ევროპელები ძარცვე, მაგრამ ხელი არ შემიშალო ქართველ ხალხთან ურთიერთობაში და ამას როგორც მე ვიცი, შემიძლია, მე მივხედავ და ამათ მე გავძარცვავ. თუ ამას ასე შევხედავთ, მაშინ ცოტათი უკან რომ წავიდეთ, 2016 წელსაც ხომ იგივე მცდელობა იყო, მაგრამ მაშინ მიშა გარეთ იყო და ეს არ გამოვიდა. როცა მიშა ციხეშია, მაშინ გამოვიდა, რომ რაღაც თვალსაზრისით კეზერაშვილის გავლენები უზომოდ გაიზარდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ნაცმოძრაობაში. 

განაცხადა გირჩის დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მანამდე ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ სუს-ის კრებსებში ისიც კი ეწერა, როდის იყო ის ექიმთან, ამიტომ არ სჯერა, რომ უწყებამ ქოლცენტრებზე არ იცოდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…