საქართველოში AENO-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი შემოდის
საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკრაინული ბრენდი AENO საქართველოს ტექნიკის ბაზარზე შემოდის. ბრენდმა საერთაშორისო ასპარეზზე უკვე დაიმკვიდრა სახელი და ჩამოყალიბდა როგორც საიმედო და მაღალი ხარისხის მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
AENO-ს უმთავრესი სტრატეგია მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ დამკვიდრებაა. ბრენდი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, როგორიცაა უკრაინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია და სხვ. ქართულ ბაზარზე მისი განვითარება კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
უკრაინული ბრენდი დიდ აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიურად მოწინავე სახლის მოწყობილობების შექმნაზე. კომპანიის პრიორიტეტი ინოვაციური, ჭკვიანი ფუნქციონალობის, მდგრადი ტექნიკის და მომხმარებლისთვის განსაკუთრებული მომსახურების პროდუქციის შეთავაზებაა.
"საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს მომხმარებლებს ჩვენი ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროდუქცია გავაცნოთ. ჩვენ გვჯერა, რომ AENO-ს ტექნიკა დიდ ინტერესს გამოიწვევს და მოუთმენლად ველით, რომ გავხდეთ ერთ-ერთი წამყვანი მცირე ტექნიკის ბრენდი ქვეყანაში", — განაცხადა AENO-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერმა საქართველოში, ევგენი პოლივარმა.
AENO-ს პროდუქციის პორტფოლიოში შედის ჰაერის გამწმენდები, გამათბობლები, რობოტი მტვერსასრუტები, ორთქლის აპარატები, ბლენდერები, ღუმელები, ქვაბები, ელექტრო გრილები, კბილის ჯაგრისები. 2023 წელს, ბრენდი გეგმავს საწარმოო ხაზი კიდევ უფრო გააფართოოს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სამზარეულოს ჭკვიანი სასწორები, ხელის ბლენდერები, ელექტრო დეჰიდრატორები, მულტი სახარშები, ირიგატორები, ელექტრო დეჰიდრატორები, აეროგრილები, სამზარეულოს რობოტები. ასევე 2023 წელს, ბრენდი ყურადღებას გაამახვილებს ორიგინალური დიზაინის მტვერსასრუტებისა და ქვაბების შექმნაზე, ასევე ინტელექტუალური ტექნოლოგიების დანერგვაზე უმეტეს მოწყობილობებში.
ბრენდმა მარკეტინგისა და დისტრიბუციის ყოვლისმომცველი სტრატეგია განავითარა და ახალი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგის ერთგული გუნდი შექმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიის უნიკალური მერჩენდაიზინგიც ბრენდინგის პროგრამის ნაწილი იქნება - მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს პროდუქცია და მიიღოს „ხელშესახები“ გამოცდილება, რაც აძლიერებს ბრენდის იდენტობას. გარდა ამისა, ბრენდი ღრმად არის ჩართული მომხმარებელთა კვლევაში და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აქტუალური იქნება მუდმივად ცვალებად ეკოსისტემაში.
AENO-ს მიდგომა ხარისხის, ინოვაციებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისადმი მის ყველა პროდუქტში კარგად ჩანს. ინოვაციური ტექნოლოგიების ხარჯზე AENO-ს გუნდი ახერხებს შეამციროს ნარჩენები. ხდება ქაღალდის ინსტრუქციების შემცირება და მათი დიჯიტალიზაცია, პლასტმასისგან სრულიად თავისუფალი ეკო-შეფუთვის გამოყენება კი შესაფუთი მასალების გადამუშავების და ახალი გამოყენების საშუალებას იძლევა.
ბრენდი ორიენტირებულია "ჭკვიან სახლზე", რომელიც შეესაბამება მომხმარებლის ცხოვრების წესს, საჭიროებებსა და ღირებულებებს. AENO-ს ფილოსოფია ორიენტირებულია მხოლოდ ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შექმნაზე. ბრენდის მიზანია გააუმჯობესოს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მოსახერხებელი ტექნიკის გზით. ამ მიზნის მისაღწევად, AENO იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას და მაღალი ხარისხის მასალებს, რათა პროდუქტები აკმაყოფილებდეს ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებს.
AENO-ს ყველა მოდელი შექმნილია ერთ სტილში და შერწყმულია ერთმანეთთან. მოწყობილობები მუშაობენ ერთ ეკოსისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ პარამეტრებზე წვდომას. AENO-ს აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საყოფაცხოვრებო ტექნიკა სმარტფონით ან ხმოვანი ასისტენტით აკონტროლონ.
"ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქცია იდეალურია ქართული ბაზრისთვის", — ამბობს ევგენი პოლივარი, AENO-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერი საქართველოში, — "ჩვენ გავითვალისწინეთ ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებები და დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პროდუქცია მათ მოლოდინს დააკმაყოფილებს."
AENO-ს ქართულ ბაზარზე შესვლა დიდი ნაბიჯია ბრენდისთვის და მნიშვნელოვანი ეტაპია გლობალური ექსპანსიის მხრივ. ბრენდი მოწოდებულია ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს ქართველ მომხმარებლებთან და მოუთმენლად ელის ქვეყანაში ხანგრძლივ და წარმატებულ ოპერირებას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები