გლობალური ბიზნესისა და მეწარმეობის შესასწავლად განათლების ცენტრი LEAF მასპინძლობს Hult International Business School-ს ამერიკიდან, რომელიც წარმოდგენილია კამპუსებით ბოსტონსა და ლონდონში, და შესაძლებლობას გაძლევს გაცვლითი სასწავლო სემესტრით ისარგებლო სან ფრანცისკოს, დუბაის, შანხაისა და ნიუ იორკის კამპუსებში სწავლით.

2023 წლის 8 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. LEAF-ს კონსულტანტები დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე.

ბიზნესის სკოლა გთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესი და მენეჯმენტი, ფინანსები, საერთაშორისო ბიზნესი, მარკეტინგი და სოციალური მეწარმეობა.

Hult-ის სასწავლო გეგმა ხაზს უსვამს გლობალურ ბიზნესს, მეწარმეობას და პრაქტიკულ გამოცდილებას, და მისი სასწავლო სისტემა მორგებულია რეალურ სამყაროში ბიზნესის გამოწვევებზე და პრაქტიკულ სწავლებაზე. სკოლა ასევე გთავაზობს შესაძლებლობას ისწავლო და იმუშაო მსოფლიოს ისეთ კომპანიებში, რაც საშუალებას მოგცემს მიიღო მრავალფეროვანი გამოცდილება.

გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში.

ფოტო: LEAF

განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University.

რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: logos.edu.ge/leaf/

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორია McCann Tbilisi. გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.