როგორ შეიძლება დააზარალოს მუხტარლის საქმემ საქართველო
ფოტო: On.ge
"როცა ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლიდერობაზე აქვს პრეტენზია რეგიონში, ძალიან მარტივია ეს ლიდერობა დაიკარგოს, თუ მსგავსი მოქმედებები განმეორდება", - ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ On.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა, აფგან მუხტარლის საქმეზე, ევროპარლამენტის რეზოლუციის ძირითად მესიჯებზე და საფრთხეებზე.
ევროპარლამენტმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობაზე გუშინ, 16 ივნისს რეზოლუცია მიიღო. დღეს კი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბაქოს ეწვია. რეზოლუციის მიღებას თან ახლდა დისკუსია, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას. ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, ეს [რეზოლუცია] არის სიგნალი, რომ საქართველო იყოს კონცენტრირებული, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას:
"შესაძლოა, სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგეს ის მიღწევები, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს. მათ შორის, იგივე პრესის თავისუფლების, ადამიანის თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით და ა.შ. ანუ, წარმომიდგენია, რომ ეს უფრო იმიჯის თვალსაზრისით იქნება".
კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნიონ ეს საქმე, ჩხიკვაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს საფრთხე არ ემუქრება:
"მათი [ევროპელი ლიდერების] განცხადებები არ იქნება ჰაერში გასროლილი სიტყვები და ამას ეფუძნება მოქმედებებიც, მაგალითად, ფინანსური დახმარების კუთხით, თუ სამომავლოდ რაიმე მოხდება, შეიძლება ამას ჩრდილი მიადგეს. თუმცა, კონკრეტულად, რომ ამას მოჰყვება ეს, ასეთი რამ არ არსებობს".
ვანო ჩხიკვაძის თქმით, იოჰანეს ჰანის დღევანდელი ვიზიტი აზერბაიჯანში, დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასთან აზერბაიჯანში და იგი იქნება უფრო მკვეთრი, ვიდრე აქამდე ყოფილა.
ჩხიკვაძე ასევე ვარაუდობს, რომ ვინაიდან ჰანის ვიზიტი დროში ემთხვევა ევროპარლამენტის რეზოლუციას, მას იგივე მესიჯის განმეორება მოუწევს, რაც დოკუმენტშია აღნიშნული.
თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს. შსს ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა

კომენტარები