დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

9 Mar. 2023, 13:48

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 9 მარტს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი მეორე, უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის პროექტზე და მასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებისა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ 9 მარტს განიხილებოდა, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე 7 მარტს პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებამ და უსაფუძვლო დაკავებებმა პროტესტი უფრო მასშტაბური გახადა. 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას მიმართა თხოვნით, განეხილა კანონპროექტები უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ.

8-9 მარტის ღამეს პოლიციამ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, შეკრების მონაწილეები გათენებამდე არ დაშლილან. ამ ფონზე 9 მარტს მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე" გაიწვიეს მათ მიერ "მხარდაჭერილი კანონპროექტი".

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საზოგადოების პროტესტის საფუძველზე გაკეთებული დათმობები არაერთხელ დაექვემდებარა რევიზიას, ქართული ოცნების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე მხარდაჭერილი ორი კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი კანონის პროექტის გაწვევა შეიძლება ემსახურებოდეს დროის მოგებას.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის განცხადებით გაწვევის შესაძლებლობას. 1 ნიშანდობლივია ისიც, რომ მმართველმა პარტიამ არაფერი თქვა მეორე კანონის პროექტის გაწვევაზე, რომელიც 7 მარტის სესიაზე განხილული არ ყოფილა, მაშინ როდესაც ამ კანონპროექტის გამოთხოვა პროცედურულად უფრო მარტივად შეიძლება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის მიერ ინიციირების შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

სწორედ ამიტომ, DRI მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ყველა იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ინიციირებულ კანონის პროექტს:

  • დაიცვან კანონის პროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პროექტი განიხილონ და ჩააგდონ პლენარულ სხდომაზე;
  • დაუყოვნებლივ გაიწვიონ მეორე კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
  • ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი, შესაბამისი განმარტებით;
  • თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისგან.

წერს დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი. დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს. თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია. გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა. იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. თეა წულუკიანი: "აცე ვიროს" შანტაჟი უნდა შეწყდეს. ეს ხელისუფლება არსად მიდის
  4. "ენგურჰესის" ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს სადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ვითარება მაინც რთულია
  5. თეა წულუკიანი: ახალგაზრდებს აქვთ ბრაზი, ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი, მათთან საგნობრივი დისკუსიაა საჭიროა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა თადუმაძე გეგმავს, დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე გეგმავს დასანქცირების გამო ადამიანის…