მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის — თეგეტა მოტორსი გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის — ამ გზავნილის გარშემო მსოფლიოს 193 ქვეყანა, წელს უკვე მერვედ ერთიანდება. უსაფრთხოების კვირეული ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. გლობალურ ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება თეგეტა მოტორსი, კომპანია, რომელმაც წლებია, უსაფრთხოება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. კვირეულის ფარგლებში თეგეტა მოტორსი არაერთ აქტივობას გეგმავს.
საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის კამპანიები: იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე, აღნიშნე როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში და სხვ. თეგეტას მიერ ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებულმა კამპანიამ საქართველოში ზამთრის საბურავები დაამკვიდრა და მძღოლებისთვის გადაადგილება ბევრად უსაფრთხო გახადა.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “საგზაო უსაფრთხოება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რადგან ჩვენი კომპანია თავისი საქმიანობით დაკავშირებულია გზასთან, ავტომობილით გადაადგილებასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვიზრუნოთ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე, ვიმუშაოთ მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ხელი შევუწყოთ ავტომობილის გამართვაში. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიაში მონაწილეობით, საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე. ცხადია, გაეროს გლობალურ ინიციატივას წელსაც ვუერთდებით და გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ — რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკურად გამართვა უსაფრთხო მგზავრობისთვის. განსაკუთრებით კი ახლა, როცა ზაფხული მოდის და სამოგზაუროდ ვემზადებით“.
უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თეგეტა მოტორსმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო რგოლი შექმნა, რომელიც უსაფრთხო საგზაო მოძრაობის წესებს მოიცავს.
თეგეტა მოტორსმა, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, არაერთი სპეციალური შეთავაზებაც მოუმზადა მომხმარებელს, რომლებიც ავტომობილის გამართვას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 12 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით მომხმარებელი Bridgestone-ის ბრენდის საბურავების სრულ ასორტიმენტსა და ATE-ს ხუნდებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს საავტომობილო სხვა პროდუქტებზეც მაისის ბოლომდე.
კვირეულის ფარგლებში, თეგეტა მოტორსისა და ვოლვო ქარს საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ორგანიზებითა და საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან პარტნიორობით, კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტრანსპორტის, ეკომობილობისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს თეგეტა მოტორსი.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული (UN Global Road Safety Week) გაეროს მიერ 2007 წლიდან იმართება, რათა ყურადღება გამახვილდეს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებზე და შემცირდეს საგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა. გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მე-8 კვირეული მიზნად ისახავს, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ფეხითა და ველოსიპედით მოძრაობის წახალისებას.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კუთხით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები