დავით მათიკაშვილი: პარტნიორული ურთიერთობის ჭრილში მოველით რეალურ ნაბიჯებს აშშ-სგან. ეს ნაბიჯები რომ აგვიანებს, ცხადია, კითხვის ნიშნებს იწვევს
ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ ღია წერილს ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, რატომ არ ექცევა სათანადო ყურადღება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან იმ ქვეყანას, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უსამართლოდ იყო დაჩაგრული?
"შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა იღებს დოკუმენტს, რომელსაც სრულიად ცინიკურად არქმევს "მეგობარ აქტს", სადაც საქართველოს, ქართველი ხალხის და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მტრული შინაარსია. ეს აქტი არის სრულიად დაცლილი რეალური ფაქტებისგან. მასში არსებული გარემოებები არასწორი და ტყუილია. ამ ყველაფრის ჭრილში ჩვენი ქვეყანა მოელის შეერთებული შტატებისგან, მისი ახალი ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციას, მკაფიო ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით, იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი კონტრიბუცია შეიტანა შეერთებული შტატების და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საომარ მისიებში. ქართველმა სამხედროებმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს ამ მისიებს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, იყო ჩვენი ქვეყანა სამხედროების რაოდენობის კუთხით. ამ პარტნიორული ურთიერთობის ჭრილში მოველით რეალურ ნაბიჯებს შეერთებული შტატებისგან. ეს ნაბიჯები რომ აგვიანებს, ცხადია, კითხვის ნიშნებს იწვევს. წერილი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და, ბუნებრივია, იქნება ძალიან კარგი და სასარგებლო დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, თუ ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა", — განაცხადა დავით მათიკაშვილმა. კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.
ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართავს. სადაც წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რამდენიმე კვირის წინ წერილით მიმართეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ. კობახიძე იმასაც წერს, რომ ეს "დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის".
ღია წერილში ოცნების პრემიერი ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ "MEGOBARI აქტზეც" წერს და აღნიშნავს, რომ "MEGOBARI აქტს" არაერთი სუბიექტი მათ ადმინისტრაციას მიაწერს. ტრამპის ადმინისტრაციას კი ამ დრომდე ამ ყველაფერზე "კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია.
ამას გარდა, კობახიძე წერს, რომ "USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ "დიფ სთეითს" რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" და იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის დაპირება "დიფ სთეითთან" ბრძოლის შესახებ, გამარჯვებით დასრულდება, "რაც საფუძვლად დაედება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას".
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები