დმანისის ციტადელის სათვალთვალო კოშკს ვკარგავთ — მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის განცხადებას ავრცელებს, სადაც დმანისის ციტადელთან სათვალთვალო კოშკი მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი და მოძრაობა ყველა შესაბამის ორგანიზაციას თუ პასუხისმგებელ პირს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
მოძრაობის ხელმძღვანელის, ნინო ბურჭულაძეს განცხადებით, ციტადელზე ქვის ჩამოშლის პროცესია დაწყებული, საკონსერვაციო ფენა მოშლილია და წყალი პირდაპირ კედლებში ჩაედინება. მისივე ცნობით, ადგილზე არც ჯებირებია დამონტაჟებული, რომელიც მნახველების უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს.
"გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ დმანისის ციტადელზე მიმდინარე პროცესების გამო. დმანისის ნაქალაქარი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს, წლების განმავლობაში ასევე ერთ-ერთ ყველაზე მოუვლელ ძეგლად რჩება
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დმანისის ციტადელზე, სადაც ქვის ჩამოშლა უკვე შეუქცევადი პროცესი გახდა.
სრულად ჩამოშლის საფრთხე ემუქრება შიდა ციხის ბურჯში მოწყობილ სათვალთვალო კოშკს, რომელიც ისე არის დაზიანებული რომ ფაქტობრივად იშლება.
საკონსერვაციო ფენა მოშლილია შიდა ციხის პირველ კოშკზეც(ციხის უმაღლესი წერტილი) რის გამოც წყალი წლების განმავლობაში პირდაპირ კედლებში ჩაედინება და მის დახეთქვა- გაბზარვას იწვევს.
მიუხედავად იმისა რომ ზაფხულის პერიოდში დმანისის ციტადელი დამთვალიერებლების ნაკლებობას არ განიცდის , განსაკუთრებით მოსწავლე -ახალგაზრდების. ციხის მაღალ ნაწილებში დღემდე არ არის დამონტაჟებული უსაფრთხოების მოაჯირები, რამაც ძეგლის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილება უნდა უზრუნველყოს," — ნათქვამია განცხადებაში.
ნინო ბურჭულაძემ განცხადებაში შესაბამისს ორგანოებს მიმართავს და დროულ რეაგირებას სთხოვს, რათა სხვა მომიჯნავე კედლებზეც არ გავრცელდეს ზიანი და ამან, ციტადელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.
"გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ კულტურის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს — დროულად მოხდეს სპეციალისტების მიერ ბურჯის სათვალთვალო კოშკის რისკების შეფასება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების დაწყების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვის ჩამოშლის პროცესი მომიჯნავე კედლებზეც გავრცელდეს და კიდევ უფრო დაამძიმოს ციტადელის მდგომარეობა," — განაცხადა მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები