ზურაბიშვილი: ისინი დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთში 9 მაისის აღლუმის დასწრებაზე. ზურაბიშვილის განცხადებით, ის არგუმენტი, რასაც ოცნების წარმომადგენლები იყენებენ სანქციებზე საუბრისას, რომ არ არსებობს ფარცხალაძეს კავშირი რუსეთთან — 9 მაისის ამ ვიზიტით გამოიაშკარავა თავი.
"გამაოგნებელი საკითხია ის რეაქციები, რბილად ვიტყოდი, მსუბუქი რეაქციები, რაც მოჰყვა იმას, რომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი დგას წითელ მოედანზე... ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ლაპარაკია ქართული ოცნების ყველა ლიდერზე, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს ვერ იტყოდნენ და პირიქით, უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა, დღეს, როცა მტკიცებულება კი არა, გამოაშკარავებაა მისი როლის და მისი მოღალატეობრივი საქმიანობის ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება - თურმე დღეს აღარ იციან მტკიცებულებები აქვთ თუ არ აქვთ და ერიდებიან პასუხს და პასუხისმგებლობას," — განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ტვ პირველის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისა და FSB-სთან კავშირის გამო სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს წითელ მოედანზე იყო, სადაც რუსეთმა "გამარჯვების დღე" აღნიშნა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფარცხალაძე წითელ მოედანზე პრორუს მამუკა ფიფიასთან ერთად არის. მამუკა ფიფიაა ის პირი, რომელმაც დააინიციირა "გეორგიევსკის ტრაქტატის" აღდგენის იდეა.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა აქტივისტ ქალებზე თავდასხმაზე. მისი განცხადებით, სანამ ოცნების წარმომადგენლები წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ეკლესიაში "უზარმაზარი სანთლებით" აღნიშნავდნენ, ამ დროს ქალებზე ბარბაროსული გზებით ძალადობენ.
"ეს არის იმის ნიშანი, რომ მათ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვთ. ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის. ისინი დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა. ეს შეიძლება მათ უკან მოუბრუნდეთ და ქვეყანა უმართავი გახდეს. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი," — განაცხადა ზურაბიშვილმა.
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
კომენტარები