მსოფლიოში პირველად, აშშ-ის ტყეებში გენმოდიფიცირებული ხეები დარგეს
ეს ყველაფერი გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ
აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით გენეტიკურად მოდიფიცირებულ ხეებს რგავენ. ამით მათი ფოტოსინთეზის უნარი იზრდება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფად მზარდი ხეები კიდევ უფრო ეფექტური გახდება ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის გადამუშავებაში. ეს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
პროექტს კალიფორნიაში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Living Carbon უძღვბა.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სტარტაპმა გამოაქვეყნა კვლევა, რის მიხედვითაც გენმოდიფიცირებული ხეები 53 პროცენტით მეტ ბიომასას აგროვებს, ვიდრე სტანდარტული ხეები. ამით ისინი 27 პროცენტით მეტ ნახშირორჟანგს მოიხმარენ.
ეს კვლევა სათბურებში ლაბორატორილ პირობებში ჩატარდა, მაგრამ ჰიბრიდული ხეები ახლახან ბუნებაშიც გამოიცადა. როგორც New York Times იტყობინება, ამ თვის დასაწყისში სამხრეთ ჯორჯიაში ასეთი ხეების საკმაოდ დიდი რაოდენობა დარგეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში გენ მოდიფიცირებული ხეები დარგეს და ეს კვლევის ან ლაბორატორიის მიღმა. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი ხეებს მალე სხვა ტერიტორიებზეც დარგავენ.
"უკვე გადავლახეთ ის წერტილი, სადაც მარტო ემისიების შემცირება საკმარისი იქნებოდა ეკოსისტემის შესანარჩუნებლად. ახლა ნახშირორჟანგის მოცილების დროა. ჩვენი მიზანია 2050 წლისთვის გლობალური ემისიების 2 პროცენტის შემცირება დაახლოებით 5 მილიონი ჰექტარის მიწის ნაკვეთზე", — თქვა მადდი ჰოლმა, Living Carbon-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
გენმოდიფიცირებული ხეები შექმნეს, რათა თავიდან აიცილონ ჩვეულებრივი ფოტორესპირაციის პროცესი ალტერნატიული ფოტორესპირაციის მეშვეობით. ახალი მეთოდი ამ შესაძლებლობას ბევრად ზრდის.
ზოგადად, გენეტიკური მოდიფიკაცია ხშირად კამათის საკითხი ხდება ხოლმე. არც ეს პროექტია გამონაკლისი. Global Justice Ecology Project-მა გამოაქვეყნა განცხადება Living Carbon-ის პროექტის წინააღმდეგ. ისინი აცხადებენ, რომ ამან შეიძლება ველურ ბუნებას საფრთხე შეუქმნას.
Living Carbon, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მათ უამრავი ნაბიჯი გადადგეს "უნებლიე შედეგების" და რისკების თავიდან ასაცილებლად. ვნახოთ რა იქნება შემდეგი. ერთი რამ ფაქტია, ეს ახალი ინიციატივა თავისთავად საინტერესოა, როგორი შედეგები ექნება პროექტს ამას დრო და შემდგომი კვლევები გვიჩვენებს.
კომენტარები