ირაკლი ღარიბაშვილი

24 Feb. 2023, 15:09

ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას უკრაინაში, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომების გაგრძელება. ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი. 

რა თქმა უნდა, მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში. ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდით უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს.

ასევე, იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის. ასევე ჩემი დავალებით ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ახლა ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ სოლიდარობა, პოზიცია დავაფიქსირეთ — ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი.

თურქეთში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და სხვა თემებთან ერთად, უკრაინის ომის წლისთავზეც ისაუბრა. ამჯერად პრემიერმინისტრს რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბარი არ აურიდებია, რაც მისი ტრადიციული რიტორიკისგან განსხვავდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
  5. "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP-ს კამპანიის — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) მიძღვნილმა კამპანია — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, მსოფლიოს პრესტიჟულ…