ირაკლი ღარიბაშვილი

20 Feb. 2023, 14:50

ბოლო ინფორმაცია, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. შემცირდა უმუშევრობა, ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა, ველოდებით იანვრის მონაცემებს, წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროდან, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა. ეს არის ისტორიული მინიმუმი, როგორც უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება

აქტივისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტრო კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი…