ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმა ტელეკომპანია ფორმულა დატოვეს — რა ხდება
ინფორმაცია ჟურნალისტებმა On.ge-ის თავად დაუდასტურეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ისინი ამბობენ, ტელეკომპანიიდან წასვლას სარედაქციო პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მიზეზი გახდა მენეჯმენტის დამოკიდებულება გაფიცული ოპერატორების მიმართ.
- ორივე ჟურნალისტის ქმარი გაფიცულებს შორის იყო, თუმცა ქურასბედიანმა და ხიდიშელმა ტელეკომპანია მათ დათხოვნამდე, პროტესტის პირველ დღეს, პირველ თებერვალს დატოვეს.
დეტალები: მარტა ქურასბედიანის განმარტებით, ის, რომ მისი ოჯახის წევრი ამ პროცესში მონაწილეობდა მთავარი მიზეზი არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი იყო.
- "სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და ამიტომ დავტოვე არხი", — ამბობს ქურასბედიანი და განმარტავს, რომ ოპერატორებს გარედან მართულობა დააბრალეს.
- "ეს არ იყო მიზეზი, მოგეხსენებათ, რომ მე მათზე ადრე წამოვედი", — განაცხადა ქეთი ხიდიშელმა.
რა მოხდა ფორმულაში: ტელეკომპანიის ოპერატორებმა 31 იანვარს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ფორმულაში ამბობენ, რომ ისინი დაუყოვნებლივ 500 ლარით მატებას ითხოვდნენ.
- მათივე განცხადებით, ადმინისტრაციის განმარტების მიუხედავად, რომ ახლა მატება შეუძლებელი იყო, ოპერატორებმა აღარ ისურვეს დიალოგის გაგრძელება და მეორე დღიდანვე (1 თებერვლიდან) უარი თქვეს საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე.
- თავად ოპერატორები მედიაჩეკერთან აცხადებდნენ, რომ პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, მენეჯმენტისგან მიიღეს დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე, ამიტომ პროტესტის ფორმად გაფიცვა აირჩიეს.
- ფორმულას იურისტი, ეთო ქათამაძე On.ge-სთან ამბობდა, რომ ე.წ. გაფიცვის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგეს, პროტესტი კი იქამდე გაგრძელდა, სანამ კომპანიას თანამშრომლების შენარჩუნების რესურსი აღმოაჩნდა.
ფორმულას განცხადებით, ოპერატორებმა არ დაიცვეს გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი და 3 დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
- მათივე თქმით, 1-ლი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ადმინისტრაციას ჰქონდა მოლაპარაკების არაერთი მცდელობა.
- "ვთხოვდით, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და ვთავაზობდით ალტერნატივებს. განვუმარტეთ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ ჰქონდა ხელფასის ყველასთვის ზრდის საშუალება. თუმცა, შევთავაზეთ, რომ მათ უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციით, ინდივიდუალურად ყოფილიყო განხილული ხელფასის სამომავლოდ მატების საკითხი და კრიტერიუმები", — ვკითხულობთ ფორმულას განცხადებაში.
- ოპერატორები კი ამბობენ, რომ ტელეკომპანიას შესთავაზეს კომპრომისული ვარიანტი, რაც გულისხმობდა ხელფასის მატების რამდენიმე თვეზე გადანაწილებას, თუმცა კომპანიამ ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.
- ფორმულას განცხადებით, ოპერატორები ულტიმატუმზე იდგნენ — გარდა ამისა, როცა ცდილობდნენ გამოძებნილი ოპერატორების მცირე რესურსით ემუშავათ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფები პირადად და სხვა ოპერატორების გავლით უკავშირდებოდნენ გადაღებაზე გასულ თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.
- ტელეკომპანიამ 25 ოპერატორი გაათავისუფლა: "ვწუხვართ, რომ პროტესტის ფორმები და შერჩეული დრო ძალიან მძიმედ აისახა ფორმულას ყველა თანამშრომელზე. სამწუხაროა, რომ ოპერატორებმა არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა".
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები