რატომ არის საზიანო თავმდაბლობის განდიდება
ფოტო: Summit Entertainment
საკუთარ თავს რა ნიშანს დაუწერდიო, ალბათ თქვენთვისაც უკითხავთ სკოლაში მასწავლებლებს. ეს ერთგვარი გამოწვევა და დილემა იყო — ერთი მხრივ, შენი თავისთვის დაბალი ქულის დაწერით შეიძლება საკუთარი საქმე გაგეფუჭებინა, მეორე მხრივ კი, მეტისმეტად ქედმაღლად გამოჩნდებოდი, თუკი მაღალ შეფასებაზე გექნებოდა "ამბიცია".
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ყოველთვის ვამჯობინებდი, მაქსიმალურად კრიტიკულად შემეხედა საკუთარი ნამუშევრისთვის და ისეთ რაღაცებზეც, რითაც გულში ვამაყობდი, თვალი დამეხუჭა. დარწმუნებული ვარ, იძულებითი და ყალბი თავმდაბლობის გამოჩენის მსგავსი სიტუაცია ბევრისთვისაა ნაცნობი.
თავმდაბლობა კულტურათა უმეტესობაში პიროვნულ ღირსებად მიიჩნევა. თუმცა, ცალკეულ საზოგადოებებში ადრეული ასაკიდანვე მოგვიწოდებენ პირდაპირ თუ ირიბად, რომ საკუთარ თავზე, ღირსებებსა და მიღწევებზე არ ვილაპარაკოთ. მეტიც, როცა ამაზე სხვები ლაპარაკობენ, გავაჩეროთ. რასაკვირველია, უხერხული ღიმილით.
ჩვენს საზოგადოებაში მიღებულ ეტიკეტადაც იქცა, რომ როცა ვინმე ჩვენივე თანდასწრებით გვაქებს, აუცილებლად უნდა დავიმორცხვოთ და "გავუბრაზდეთ", ნუ აჭარბებო. რასაკვირველია, ეს რეაქცია, უმრავლეს შემთხვევაში, ყალბია ხოლმე, რადგან ქებაა დამსახურებული. არადა, ბევრად ბუნებრივი იქნებოდა, ნაკლებად უხერხულად გაგვეღიმა და ისე გვეთქვა: მადლობა. მადლობა, რომ შეამჩნიეთ, დაინახეთ, დააფასეთ. არაფერია სასირცხვილო ქების შეფერებაში.
თუმცა, ბევრად სასირცხვილოდ მიიჩნევა საკუთარი თავის "ქება". არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი-მეთქი, ადრე ვამბობდი ხოლმე — ზუსტად იმ სიტუაციებში, სადაც ალბათ ყველაზე მეტად იყო საჭირო, ჩემს თავზე მესაუბრა. მოგვიანებით, ოდნავ მეტი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მეტისმეტი თავმდაბლობით მხოლოდ უკან თუ ვხევდი საკუთარ თავს.
ეს ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული, როცა პირველად მომიწია რეზიუმეს შედგენა და სამოტივაციო წერილის დაწერა. ოთახში სრულიად მარტოს და ვორდის ცარიელ ფურცელს მიჩერებულსაც კი მერიდებოდა, საკუთარ პიროვნულ უნარ-ჩვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე ასე დაუფარავად მეწერა. ერთი კია, ბოლოს ძალიან მოკრძალებული ტექსტი გამომივიდა, სადაც ბევრს ვლაპარაკობდი საკუთარ სურვილზე და საერთოდ არაფერს იმაზე, სურვილის გარდა კიდევ რა მქონდა მიზნის მისაღწევად.
თავმდაბალი და უჩინარი
ფოტო: Giphy
პირველად სწორედ იმედგაცრუების შემდეგ დავფიქრდი, რა ზიანი შეიძლება მოეტანა თავმდაბლობის თავგამოდებულ მცდელობას — განსაკუთრებით, პროფესიულ ცხოვრებაში.
თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევამდე და საკუთარი ადგილის პოვნამდე ერთგვარი ბუნებრივი გადარჩევის პროცესის გავლა გიწევს. შეიძლება ეს ძალიან ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ ერთი რამ ცხადია — მუდმივი კონკურენციის პირობებში გიხდება, საკუთარი თავი შესაბამისად წარმოაჩინო, ან, როგორც სლენგზე იტყვიან, "კარგად გაყიდო". ეჭვგარეშეა, რომ ამაში მოიაზრება კარგი სამოტივაციო წერილის დაწერაც და ჩვენ მიერ ასე შეძულებული საკუთარ თავზე საუბარიც. ასე რომ, "საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს" დიდწილად ნაკლია და არა ღირსება, ხოლო "საკუთარი თავის ფასი იცის" — კომპლიმენტი.
თუმცა, რა ხდება სხვა შემთხვევაში — როცა ვამჯობინებთ, გავჩუმდეთ, სხვის მიერ ქებასაც ხელების გასავსავებით შევხვდეთ და, უბრალოდ, უჩუმრის პირად ვაკეთოთ საკუთარი საქმე?
უჩინრად ვიქცევით.
პირველ რიგში — სხვებისთვის. როცა ვცდილობთ, ვინმეს ზედმეტად არ მოვედოთ თვალში, ასეც ხდება და აღარც ავად და აღარც კარგად ვერავინ გვამჩნევს. ამგვარად უხილავდება ჩვენი ნიჭი, უნარები, მოტივაცია და სურვილები. მერე კი ადგილს ის იკავებს, ვინც გვაჯობა, გაბედა და თქვა, რომ ამ ადგილს სწორედაც რომ იგი იმსახურებდა.
ამდენად, უადგილო თავმდაბლობა პირდაპირ იწვევს შესაძლებლობების დაკარგვას. ლიდერობის კარგი მონაცემი უპირველესად ალბათ იმის რწმენაა, რომ ლიდერი ხარ; სხვაგვარად, მოგიწევს, ეს პოზიცია სხვას დაუთმო, თავად კი მის მითითებებს მიჰყვე.
თვითშეფასება და თავდაჯერებულობა
ფოტო: Giphy
თავმდაბლობასა და თვითშეფასებას მაინცდამაინც ბევრი საერთო ვერ მოეძებნებათ. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს თავადაც ღრმად სწამთ, რომ საკმარისი არასდროს არაფერი გააჩნიათ — არც ცოდნა, არც გამოცდილება და არც მოტივაცია. თავმდაბლობა კი უფრო სოციალური კონსტრუქციაა, რომელსაც კიდევ უფრო უტრირებულად გვახვევენ ხოლმე თავს.
ვინც ეს ბარიერი გაარღვია, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ირწმუნა, მერე კი ამაზე ღიადაც განაცხადა, ყველაში დიდი მოწონებით ვერ სარგებლობს — ზოგჯერ თავდაჯერებულ ხალხს დიდად არ სწყალობენ, განსაკუთრებით კი ქალებს ან რაიმე ნიშნით უმცირესობაში აღმოჩენილ ადამიანებს. მათთვის ყველაზე შესაფერის პოზიციად დაუცველობა და მოწყვლადობა მიიჩნევა. პატრიარქალურ საზოგადოებებში კი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად "კდემამოსილებაა" დასახული. ამდენად, იმ ქალებს, რომლებიც ამ მიზოგინურ ჩარჩოში ვერ ექცეოდნენ, ისტორიის ერთ მონაკვეთში კოცონზე წვავდნენ, მეორე მონაკვეთში კი მედიის თუ სხვა საშუალებებით სასტიკად ეპყრობოდნენ.
ასე რომ, ზედმეტი თავმდაბლობის გვერდზე გადადებას კიდევ ერთი დანიშნულება აქვს — თუკი უსამართლობის მსხვერპლად იქცევით, ნაკლებად გაგიჭირდებათ ხმის ამაღლება და საუბარი. მით უფრო, რომ საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკს ზოგიერთი ასევე "ცუდ ტონად" მიიჩნევს.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ხილვადობაზე აისახება. ხილვადები უნდა ვიყოთ, რომ მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ამისთვის კი, პირველ ყოვლისა, შინაგანი თუ გარეგანი ხმით ნაკარნახევ უკიდურესი თავმდაბლობის მოთხოვნილებას არ უნდა დავმორჩილდეთ.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა

კომენტარები