ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების EU-ში გაწევრიანების მზადყოფნაზე ანგარიშები მოამზადა — რა წერია საქართველოზე
ფოტო: პარლამენტი
დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შესაძლებლობები აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს.
-
ასევე, გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებებზე (AA/DCFTA) წლების განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.
- კომისიამ კანონთა კრებულთან მიახლოების დონე შევსებული კითხვარების საფუძველზე მოამზადა — სამივე განმცხადებელი ერთი და იმავე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა.
- კომისია ძირითადად იყენებს შეფასების ამ ფორმებს: "მომზადების ადრეული ეტაპზეა", "მიაღწია მომზადების გარკვეულ დონეს", "ზომიერად მზადაა" და სხვა.
რა წერია საქართველოზე: ანგარიშში აღწერილია ქვეყნის მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში და მითითებულია, რომ ისინი ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, მაგრამ საჭიროა გაუმჯობესება.
- კომისია წერს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის დასანერგად და აქვს რამდენიმე სტრატეგია, კერძოდ, ტერორიზმისა და მიგრაციის წინააღმდეგ.
- "კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ფართოდ არის მორგებული acquis-თან. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია", — ვკითხულობთ ანგარიშში.
- აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება ფინანსური კონტროლის სფეროში თუმცა, მენეჯერული ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და შიდა აუდიტი არ ხორციელდება ეფექტურად, არასაკმარისი შესაძლებლობების გამო.
ვრცლად საქართველოზე: ანგარიშში განხილულია ქვეყნის მზაობა სახელმწიფო შესყიდვების, სტატისტიკის წარმოების, ინტელექტუალური საკუთრების, ფინანსური მომსახურების, ციფრული პოლიტიკის, მომხმარებელთა დაცვისა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სფეროებში.
- ევროკომისია აცხადებს, რომ კონკურენციის პოლიტიკის სფეროში ქვეყანა მომზადების ადრეულ ეტაპზეა და უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ბაზის შემდგომი გასწორება.
- მათივე შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ეფექტური ინსტიტუტია, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში და პრაქტიკაში დადასტურებული — თუმცა, ზოგიერთი კანონიერი ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დებულებები საჭიროებს დამატებით დაზუსტებას.
- ევროკომისია წერს, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არასაკმარისად არის განვითარებული.
- მათივე შეფასებით, საქართველოში არსებობს სამართლებრივი ინსტრუმენტები საჭირო სტატისტიკური მონაცემების მოსაპოვებლად და კანონმდებლობის ევროკავშირთან დასაახლოებლად, მაგრამ რაც შეეხება ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს, რესურსის უკმარისობა შემაშფოთებლად მიაჩნიათ.
- "სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქსტატს, შედარებით მცირე რაოდენობის თანამშრომელი ჰყავს და ხელფასების დონე არ შეესაბამება საჯარო სამსახურის სხვა სფეროების დონეს. შედარებით შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც", — აღნიშნავენ ისინი.
გარდა ამისა, ევროკომისიის შეფასებით, საავტორო და სამრეწველო საკუთრების უფლებების შესახებ კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ზოგიერთ სფეროში, მაგრამ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ შესასრულებელია და არსებობს სივრცე აღსრულების გაუმჯობესების მიზნით.
- პოზიტიურად არის შეფასებული კვლევასა და ინოვაციებში მიღწეული პროგრესი და აღნიშნულია, რომ განათლების სისტემა საქართველოში ფართოდ შეესაბამება ევროკავშირის მიზნებს.
- ევროკომისიის განცხადებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული საბაჟო კავშირის სფეროში, მაგრამ საბაჟო კანონმდებლობა სრულად არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
- საგზაო უსაფრთხოების კუთხით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ადმინისტრაციული შესაძლებლობები, უნდა გაიზარდოს ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფა და დაიწყოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები ავარიის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა მაღალი მონაცემების შესამცირებლად.
- კომისიის შეფასებით, საქართველო გარემოსა და კლიმატის ცვლილების სფეროში მომზადების საწყის ეტაპზეა და განხორციელება და აღსრულება გამოწვევაა.
რა წერია მოლდოვასა და უკრაინაზე: ევროკომისიის შეფასებით, უკრაინას აქვს გარკვეული დონის მომზადება მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის განსახორციელებლად, ხოლო მოლდოვამ მიაღწია მომზადების გარკვეულ დონეს.
- უკრაინაზე ევროკომისია წერს, რომ სუსტია ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით მიგრაციასა და საზღვარზე კონტროლზე, რაც იწვევს პოლიტიკის არადამაკმაყოფილებელ განხორციელებას.
- ხოლო მოლდოვაზე აღნიშნავს, რომ არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა ინსტიტუციური თანამშრომლობისა და კოორდინაციის კუთხით იმპლემენტაციის გააქტიურების მიზნით.
- კომიის შეფასებით, მოლდოვა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა, უკრაინას კი აქვს გარკვეული დონის მომზადება.
- ფინანსური კონტროლის კუთხით უკრაინის კანონმდებლობას ევროკავშირითან სრული შესაბამისობისთვის საჭიროებს რეფორმას, ხოლო მოლდოვამ უნდა მიიღოს განვითარების ახალი სტრატეგია.
- ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა და განსაკუთრებით გააუმჯობესოს მისი აღსრულების შედეგები, ხოლო მოლდოვისთვის ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია.
- რაც შეეხება სხვა სფეროებს მათ ნაწილში ქვეყნების პროგრესი წარმატებულად არის შეფასებული, ხოლო ნაწილში გაუმჯობესების რესურსზე საუბრობენ.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის რეკომენდაციების გაწევას და მხარდაჭერას ამ კუთხით, რათა დაეხმაროს მათ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში.
- კომისია წარადგენს ანგარიშს სამი ქვეყნის წინსვლის შესახებ მოსაზრებებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმების კუთხით, როგორც შემდეგი "გაფართოების პაკეტის" ნაწილს, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება.
- ეს ანგარიშები გაითვალისწინებს 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით განვითარებულ მოვლენებს და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით.
- მოლდოვის რესპუბლიკის ასოცირების განხორციელების შესახებ ბოლო ანგარიში 7 თებერვალს, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს დაწყებამდე გამოქვეყნდება.
- მსგავსი ანგარიშები უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი ასოცირების საბჭოების წინ გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.
გამოქვეყნების შემდეგ მასალა რამდენჯერმე განახლდა და ტექსტში ცვლილებები შევიდა. ახლა საბოლოო ვერსიას კითხულობთ.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები