აზერბაიჯანელი დეპუტატი ადასტურებს, რომ მუხტარლის გატაცება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგია
აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტარი ელმან ნასიროვი რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის დაკავება ქართულ-აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. ელმან ნასიროვი ამბობს, რომ მუხტარლის დააკავეს, რადგან ის იყო თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და ქვეყნის მოღალატე.
"ინციდენტის ანალიზი აჩვენებს, რომ აფგან მუხტარლი მხოლოდ დიდი ქსელის ერთი წევრია. დიდმა პოლიტიკურმა ძალებმა აფგან მუხტარლის მსგავსი პირები შემოიკრიბეს საქართველოში. მხოლოდ აფგანი რომ ყოფილიყო პრობლემა, რა თქმა უნდა, მისი დაპატიმრების საჭიროება არ იქნებოდა. ის პოლიტიკური ქსელი საქართველოში, რომლის ნაწილიც მუხტარლია, ახორციელებს მავნებლურ ქმედებებს აზერბაიჯანში და ბუნებრივია, ისინი შეეწინააღმდეგებოდნენ მის დაპატიმრებას აზერბაიჯანში და დაიცავდნენ მას. ამ თვალსაზრისით, ეს ერთობლივი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი.
აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს პროფესიონალურად და შეძლეს მუხტარლის აზერბაიჯანში ჩამოყვანა რაიმე პრობლემისა და დაპირისპირების გარეშე. მათ კრიმინალი ჩამოიყვანეს აზერბაიჯანში, რაც აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა".
ჟურნალისტმა დეპუტატს ასევე ჰკითხა, მას სწორად მიაჩნდა თუ არა ადამიანის გატაცება თავზე შავი ტომრით და მისი ამ ფორმით ჩაყვანა აზერბაიჯანში.
ელმან ნასიროვმა თქვა, რომ ეს არის "ტექნიკური საკითხი" და მთავარია, რომ ოპერაცია იყო წარმატებული.
თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან სწორედ კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს. შსს ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.
განახლება: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას აფგან მუხტარლის დაკავების საქმეში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები