სერიალ Bridgeton-ის პირველ 2 სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად. Netflix-ის მონაცემებით, Shondaland-ის სერიალ Bridgerton-ის პირველი სეზონი 63 მილიონმა ანგარიშის მფლობელმა ნახა. 2020 წლის 25 დეკემბერს გამოსულმა სერიალმა ამ მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული პრემიერების სიაში მე-4 ადგილი დაიკავა და Netflix-ის ტოპ ათეულში 76 ქვეყანაში მოხვდა.

სერიალი ნეტფლიქსის პირველი პროექტია შონდა რაიმსთან თანამშრომლობის ფარგლებში —კონტრაქტი სცენარისტსა და პროდიუსერს პლატფორმისთვის 9 პროექტს შექმნას ავალდებულებს.

ფოტო: Netflix

შოუს ინსპირაცია ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. პირველ სეზონში სერიალის მთავარი გმირი დაფნი ბრიჯერტონია, რომლის როლსაც ფიბი დინოვერი თამაშობს.

ფოტო: Netflix

მსახიობმა ახლახან ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიალის მე-3 სეზონს აღარ შეუერთდება: "მე-3 სეზონს, სამწუხაროდ, არ შევუერთდები, მაგრამ, როგორც მაყურებელს, მიხარია, რომ მისი ნახვის შესაძლებლობა მექნება."

შეგხვდება თუ არა მისი გმირი სერიალის მომდევნო სეზონებში, ამ საკითხზე პასუხი გადაჭრით თავად ფიბიმაც არ იცის ჯერჯერობით: "ვინ იცის, მომავალში ისევ მიმიწვევენ თუ არა შოუში."

სერიალის ახალი პროდიუსერის, ჯეს ბრაუნველის თქმით, მე-3 სეზონში "კოლინისა და პენელოპეს დროა".