გასულ კვირას დიღმის მასივში მდებარე ზოომარტში ცუგა შეიჭრა, ფისოს სათამაშო მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ "დანაშაულის" ამსახველი კადრები ზოომაღაზიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ცუგას პოვნაში დახმარებაც სთხოვა. დღეს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ცუგა უკვე "დაკავებულია".

"როგორც იცით, გასულ კვირას, ჩვენს დიდი დიღმის ფილიალში შეიჭრა თეთრბეწვიანი ძაღლი და მოიპარა კატის სათამაშო. გაცნობებთ, რომ დამნაშავე დაკავებულია და იგი საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. დამნაშავეს ბრალი წარედგინა და მიესაჯა ძაღლის სათამაშოებით თამაში", — ვკითხულობთ ზოომარტის პოსტში.

ფოტო: Facebook

ასე რომ, ცუგა უკვე დაკავებულია და ფისოების სათამაშოებს საფრთხე აღარ ემუქრება!