ChatGPT-იმ Instagram-ს აჯობა: 10 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი სულ რაღაც 40 დღეში
ChatGPT გაჩერებას არ აპირებს! OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა სულ რაღაც 40 დღეში 10 მილიონ ყოველდღიურ მომხმარებელს მიაღწია. ამით ენის მოდელმა Instagram-ის თავდაპირველ სწრაფ ზრდას აჯობა.
ინდუსტრიის ექსპერტების თქმით, ეს მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგან ყოველთვიურად 20 მილიონ მომხმარებელს ნიშნავს.
შემდეგი პოდკასტი: ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
"ChatGPT-ის 40 დღეში 10 მილიონზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავს. ინსტაგრამს 10 მილიონიან დარეგისტრირებულ მომხმარებელზე მისაღწევად 355 დღე დასჭირდა", — დაწერა ტვიტერზე ARK Venture Investment-ის მთავარმა ფუტურისტმა, ბრეტ ვინტონმა.
ვინტონის თქმით, დღეში ათი მილიონი უნიკალური მომხმარებელი ძალიან კარგი შედეგია და ეს ყოველთვიურად 20 მილიონ მომხმარებელზე მეტს ნიშნავს.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ChatGPT-ის მომხმარებელთა ბაზა, სავარაუდოდ, მომავალშიც გაიზრდება.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომუშავე მოდელის პოტენციალი პრაქტიკულად უსაზღვროა. როგორც ტექნოლოგიური ექსპერტები ამბობენ, ChatGPT-ის პოპულარობა და შესაძლებობები დროსთან ერთად სულ უფრო გაიზრდება.
ჩეთბოტის წარმატება შეიძლება მივაწეროთ მის უნარს, გაიგოს და გამოიმუშაოს ადამიანის მსგავსი სასაუბრო მანერები. ამან ChatGPT ფასდაუდებელ ინსტრუმენტად აქცია აპლიკაციების ფართო სპექტრისთვის, როგორიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება, მანქანათმცოდნეობა და მონაცემთა ანალიზი.
ChatGPT Google-ის წინააღმდეგ
მედიის ცნობით, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტიც კი, როგორიც Google-ია, ჩეთბოტის მზარდი პოპულარობით შეშფოთებულია. კომპანიაში ChatGPT-ის კონკურენტად ხედავენ. სწორედ ამიტომ, გასულ კვირას Google-ის მენეჯმენტმა ე.წ. "წითელი კოდი" გამოაცხადა, ეს კი განგაშის ნიშანია.
როდესაც ვინტონმა chatGPT-ს სთხოვა ჩამოეთვალა იმ პროდუქტების სია, რომლებსაც დიდი პოტენციალი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ იმედები ვერ გაამართლა, ჩეთბოტის პირველი სამი პასუხი ასეთი იყო: "Google wave, Google+, Google glass". ეს სწორედ რომ Google-ის ინიციატივები, რომლებიც ახლა შეჩერებულია.
Interesting Engineering-მა ChatGPT-ის ამ ყველაფერზე "კომენტარის გაკეთება" სთხოვა.
"სიახლე იმის შესახებ, რომ ChatGPT-იმ 10 მილიონ ყოველდღიურ მომხმარებელს სულ რაღაც 40 დღეში მიაღწია, შთამბეჭდავია და ხაზს უსვამს მოდელის მზარდ პოპულარობას და მნიშვნელობას. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის და შედეგების დასადასტურებლად თუ გასაუმჯობესებლად მეტი შრომა იქნება საჭირო", — ასეთი იყო ჩეთბოტის პასუხი.
ChatGPT კონცენტრირებულია ბუნებრივი ენის გენერირებაზე, მაშინ როდესაც Google იყენებს თავის ენობრივ მოდელს, როგორიცაა BERT, ძირითადად ბუნებრივი ენის ინტერპრეტაციისა და ძიებისთვის. შესაბამისად, ორივე მოდელს აქვს საკუთარი უპირატესობები და შეზღუდვები.
ფაქტია, წინ საინტერესო პროცესები გველის და სულ მალე ვნახავთ მართლა გაუწევს თუ არა ChatGPT გუგლს კონკურენციას.
კომენტარები