ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება, ათ ივნისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

საპიკნიკე ზონა, სპორტული შეჯიბრებები, სკაუტების ზონა, ასტროზონა, ინოვაციების სივრცე, სახალისო მეცნიერება, საინტერესო საჯარო ლექციები, TBILISI NEWCOMERS 2017-ის ფინალური კონცერტი - ეს ყველაფერი ილიაუნის დაბადების დღეზე დაგხვდებათ. ილიაუნის დაბადების დღეზე მოხვედრა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

  • საპიკნიკე ზონაში დაგხვდებათ ფერადი კარვები, ჰამაკები, საქანელები, პლედები და ბალიშები;
  • სპორტული შეჯიბრებების ზონაში მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გაერთოთ ფრენბურთით, ჰულაჰუპით, მაგიდის ჩოგბურთით, გოლიათი შაშით, X&0-თი, ბადმინტონით და სხვა სპორტული აქტივობებით;
  • სკაუტების ზონაში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ განძის მაძიებელთა თამაშში და საინტერესო პრიზებიც დაიმსახუროთ;
  • ასტროზონაში ასტროფოტოგრაფ დავით დვალის ფოტოგამოფენას დაათვალიერებთ; ასევე გექნებათ შესაძლებლობა ღამისა და დღის ტელესკოპებით დააკვირდეთ ციურ სხეულებს;
  • ინოვაციების სივრცეში წარმოდგენილი იქნებიან: GameLab Iliauni; VRLab Iliauni; FabLab Iliauni; ასევე გაიმართება მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენა;
  • ლიგამუსის სივრცეში მოისმენთ სანდრო ასათიანის, ლევან ბერძენიშვილის, ლევან გიგინეიშვილის, ქეთი დევდარიანის, ნინო დობორჯგინიძის, გიგა ზედანიას, ნინო ფირცხალავასა და ზურაბ ჯიშკარიანის საინტერესო მოხსენებებს ხელოვნებაზე, კულტურასა და ხელოვნურ ინტელექტზე;
  • ბავშვებისთვის განკუთვნილ ზონაში პატარების განწყობაზე იზრუნებენ პროფესიონალი ანიმატორები; სახალისო მეცნიერების სივრცეში–მონაწილეობას მიიღებენ ექსპერიმენტებში; ასევე ჩაერთვებიან სახალისო არქეოლოგიის აქტივობებში; დაესწრებიან ძალიან სანახაობრივ აზოტ-შოუსა და საპნის ბუშტების შოუს, რომელსაც ექსპერიმენტორიუმი წარმოადგენს;
  • დაბადების დღის მთავარ სცენაზე კი Tbilisi Newcomers 2017 – ფინალური კონცერტი გაიმართება; კონცერტის შემდეგ მოუსმენთ Eko & Vinda Folio-ს; A. Tabukashvili-ს;

პროგრამა

  • 17:00 – 17:30 - რატი ამაღლობელის სიტყვის სახელოსნო და პროექტი „პოეზია და რეციტაცია“
  • ილიაუნის ჰიმნის პრეზენტაცია (ტექსტის ავტორი – რატი ამაღლობელი; მუსიკის ავტორი – გოგი ძოძუაშვილი)
  • კომპოზიტორ გოგი ძოძუაშვილის მუსიკისა და პოეტ რატი ამაღლობელის პოეტური ტექსტების სინთეზი
  • 17:30 – 18:00 - თემა: ხელოვნება და ხელოვნური ინტელექტი
    მომხსენებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, პროექტ ონლაინ ილიაუნის მენეჯერი და ჯეოლაბის რექტორი სანდრო ასათიანი, პროექტ ონლაინ ილიაუნის მენეჯერი ზურა ჯიშკარიანი
    ილიაუნის ჩეთბოთის „უნა“ პრეზენტაცია
  • 18:00 – 19:00 - ხელოვნება კულტურის წინააღდეგ
    ილიაუნის პროფესორები: ლევან ბერძენიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, გიგა ზედანია, ნინო ფირცხალავა და სცენარისტი ქეთი დევდარიანი

20:00 – 22:00 Tbilisi Newcomers 2017 - ფინალური კონცერტი #MoosicBreaksFree

  • LIE FOR YOU
  • KILLAGES
  • HARRY RULES
  • THE NALI
  • UNLIMITED
  • INFADUS
  • 22:00 – 23:00 Eko & Vinda Folio
  • 23:00 - 01:00 A. Tabukashvili