Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო
თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.
Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვარში დაიწყო. განაცხადების მიღება 2023 წლის 15 აპრილამდე დასრულდება. ამ დროისთვის, Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა პროექტში 100 განაცხადია შესული.
შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საქმიანობის თავიანთ სფეროში და ამ აღიარებით მეტის გაკეთების სტიმული მიეცათ.
უკვე მეხუთე წელია, რაც Forbes Georgia -ს პროექტი 30 UNDER 30 ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.
წელს კონკურსს ფინანსების კატეგორია დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის გამარჯვებულები უკვე 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ესენია: ანტრეპრენერი და მეწარმეები, ტექნოლოგიები, ფინანსები, მეცნიერება, მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი.
თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.
"ჩვენთვის Forbes 30 under 30 გამორჩეულად საყვარელი და მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის მოტივაციას აძლევს და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან. ასეთი პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან თიბისიმ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და გვერდით დავუდგეთ, რომ თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. Forbes Georgia & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ", — გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.
პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისია. განაცხადები 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ამ ბმულზე მიიღება — https://under30.ge/ka/#regForm.
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
კომენტარები