ვინ რას ამბობს ენმ-ის არჩევნების შედეგებზე — განახლებადი
როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე, ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის წევრები შედეგებს ეხმაურებიან — გამარჯვებულს ულოცავენ, აკრიტიკებენ ან აქებენ. On.ge მათ კომენტარებს განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აღარ არის. ის ლევან ხაბეიშვილმა ხმათა 52,58%-ით დაამარცხა.
- მის გარდა, ხაბეიშვილის კონკურენტები ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყვნენ.
- არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდა და ხმის მისაცემად 49 638 ადამიანი იყო დარეგისტრირებული.
მიხეილ სააკაშვილი: ექსპრეზიდენტის კომენტარი მედიასთან გიული ალასანიამ გააჟღერა.
- დედის განმარტებით, სააკაშვილმა უთხრა, რომ ნიკა მელიას ძალიან დიდ პატივს სცემს და ფიქრობს, ის ნამდვილი გმირია.
- ხოლო ლევან ხაბეიშვილს ულოცავს და დიდ წარმატებას უსურვებს.
კობა ნაყოფია: ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, დიდი ალბათობით, მარტიდან ამ თანამდებობაზე აღარ იქნება, თუმცა პარტიაში დარჩება.
- "როგორც მინიმუმ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საპყრობილეში და ის გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი და სამწუხაროა, რომ ეს ხდება საქართველოში, მე, რა თქმა უნდა, პარტიაში აუცილებლად დავრჩები და მერე უკვე მეც გადავწყვეტ ჩემს სამომავლო გეგმებს".
გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე: მათ ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.
- "ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებისთვის", — თქვა კირთაძემ.
ლევან ბეჟაშვილი: მისი განცხადებით, ხაბეიშვილის გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა როგორც ამომრჩევლის, ისე პარტიის წევრების წინაშე.
- "ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს და ა.შ, ვაპირებთ, უკვე ხვალიდან დავიწყოთ გაერთიანება ამ პარტიის, მათ შორის, ყველა კანდიდატის საარჩევნო შტაბთან და ყველა კანდიდატთან და ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან".
გიორგი მუმლაძე: არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა არჩეულ თავმჯდომარეს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია! ახლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად", — დაწერა მან.
ანა წითლიძე: მისი განცხადებით, გამარჯვებულმა დამარცხებულისთვის პარტიის შიგნით ღირსეული პლატფორმის შექმნა უნდა შეძლოს.
- მისივე თქმით, ის ამ პროცესში დამარცხებულის მხარესაა.
- "უპირველესი რაც უნდა შეძლო, არის ყველას გაერთიანება, მიუხედავად იმისა, ვინ ვის მისცა ხმა", — მიმართავს წითლიძე ხაბეიშვილს.
ირაკლი ზარქუა: მმართველი პარტიიდან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევას პირველი სწორედ ის გამოეხმაურა.
- "მოკლედ, ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე. ხაბე თავმჯდომარეა. მასხარ, გილოცავ", — თქვა მან.
იაგო ხვიჩია: გირჩის ლიდერის შეფასებით, ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები გაყალბდა.
- "მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ნაცმოძრაობაში არჩევნები გაყალბდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, დატოვონ ენმ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, თუნდაც, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის წევრი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ასე არის ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება, იქ ქოცების არჩეული იყოს?!", — განაცხადა ხვიჩიამ.
დიმიტრი ხუნდაძე: ქართული ოცნების ყოფილი და ანტიდასავლური მოძრაობის მოქმედი წევრის განცხადებით, ხაბეიშვილს "გულშემატკივრობდა", რადგან სწორედ ის ემეტება ამ პარტიისთვის.
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს. ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან", — თქვა მან.
ნიკა მელია: არჩევნებში დამარცხებულმა თავმჯდომარემ ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
- "ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მე მინდა ვიმედოვნოთ, რომ ის ამას მოახერხებს".
- ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პარტიაში რჩება და ბრძოლას აგრძელებს.
ნონა მამულაშვილი: თავმჯდომარეობის კანდიდატის შეფასებით, პოლიტიკაში ფულმა არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა.
- "მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე", — დაწერა მან.
აკაკი მინაშვილი: ის პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს ტოვებს.
- "აქტიურ პოზიციებზე აღარ ვიქნებით, პარტიის მართვაში აღარ ვიქნებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღარ ვიქნებით. ვიქნებით, როგორც რიგითი წევრები, თუმცა ძალიან ინტენსიურად ვიქნებით ყველა იმ ღონისძიებასა და აქტივობაში, რომელსაც პარტია დაგეგმავს", — განაცხადა მინაშვილმა.
ბაჩო დოლიძე: ენმ-ის წევრმა საორგანიზაციო მდივნის პოზიცია დატოვა, რაც, მისივე განმარტებით, ბოიკოტად არ უნდა შეფასდეს.
- "არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას იმ გუნდთან, რომელიც დღეს არის არჩეული. ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია "ქართული ოცნება", — თქვა მან.
დავით მათიკაშვილი: "ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო", — ასე შეაფასა მან ხაბეიშვილის გამარჯვება.
- "ისე იდეალურად უხდებოდნენ თავმჯდომარე და პარტია ერთმანეთს, როგორც ხაბეიშვილი და ენმ ძნელად წარმოსადგენია. ზუსტად გამოხატავდეს ამ პარტიის დესტრუქციულ და ნახევრად კომიკურ სახეს, მდგომარეობას და მოცემულობას, ალბათ, სხვა თავმჯდომარე ისეთი წარმატებით ვერ შეძლებდა".
გიორგი ბოტკოველი: მისი განცხადებით, ყველა ამომრჩეველი მისთვის ძვირფასია და მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნისა და სააკაშვილის თავისუფლებისთვის.
- "ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი დემოკრატიული პროცესებით შეიძლება, წარიმართოს არჩევნები, რომელსაც ჰქვია შიდა არჩევნები. [...] თუ ვინმე რამე არაფორმალურს ხედავს, ის განცხადება შეინახოს თავისთვის. ეს პარტია ყველასია, ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის, ვინც მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელად, თანამებრძოლად, მეგობრად გრძნობს და ფიქრობს თავს ", — თქვა მან სპეციალურ ბრიფინგზე.
გიორგი მუმლაძე: მან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
- "პარტია უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მხარდამჭერების ინტერესების გამტარი", — განაცხადა მუმლაძემ.
მიხეილ დაუშვილი: პარტია საქართველოსთვის წევრის განცხადებით, ენმ-ის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა.
- "კიდევ ერთხელ გამოჩნდა და კიდევ ერთხელ ცხადი გახდა ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და როგორც ჩანს, უკვე აღარც სურვილი აქვს იმის, რომ ქართული ოცნება და ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს. შესაბამისად, ამ არჩევნებში, აქედან გამომდინარე, გაიმარჯვა ბატონმა ივანიშვილმა და ეს არის რეალობა".
სანდრო რაქვიაშვილი: მისი განცხადებით, დანამდვილებით შეიძლება, თქმა, რომ ენმ-ის ლიდერი ქართული ოცნების არჩეულია.
- რაქვიაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართულ ოცნებას სააკაშვილის გამოსაშვებად, უარეს შემთხვევაში კი — უბრალოდ "ჩაბარდნენ".
- "შეუძლებელი იყო, რომ იქ მხოლოდ ენმ-ის ამომრჩევლები ყოფილიყვნენ და მეტიც, ყველაზე დიდი რესურსი ფეისბუკის დაორგანიზების ქართულ ოცნებას აქვს. 1000 ხმაც კი წყვეტდა მეორე ტურს, მაგალითად. 1000 ბოტი რომ ყოფილიყო ქართული ოცნების, სხვა შედეგი დადგებოდა".
ნუგზარ წიკლაური: მისი შეფასებით, ხაბეიშვილის არჩევით პარტიამ ნაბიჯი უკან გადადგა.
- "დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე".
გიორგი პატარაია: მან პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, თუმცა პარტიაში რჩება.
- "ყველგან ვიქნები, სადაც საჭირო გახდება ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის, სადაც იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა", — თქვა მან.
ხატია დეკანოიძე: ენმ-ის წევრმა ახალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.
- "ვუსურვებ იმას, რომ უპირველესი ამოცანა, რომელიც აქვს გადასაჭრელი პარტიას და პირველ რიგში, ახალ თავმჯდომარეს, მიეღწიოს ამ ამოცანისთვის, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არჩევნებში", — განაცხადა დეკანოიძემ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები