საქართველოში ამოქმედდა პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომელიც აშშ-მ დატოვა
ფოტო: AP
პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომელიც აშშ-მ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა, საქართველოსთვის ძალაში 7 ივნისიდან შევიდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო იწყებს იმ ვალდებულების შესრულებას, 2015 წელს თვითონვე შეიმუშავა.
სამინისტროს წარმომადგენლის, გიზო ჭილიძის თქმით, პარიზის შეთანხმებას ჰქონდა სხვადასხვა ეტაპები. პირველი ეტაპი იყო როცა მსოფლიო საზოგადოებამ დაიწყო თანამშრომლობა და როცა დოკუმენტის პრინციპებზე მიმდინარეობდა მუშაობა.
2015 წლის 12 დეკემბერს პარიზის შეთანხმებაზე ხელმოწერით 195-მა ქვეყანამ პირველად აიღო ვალდებულება, რომ ეკონომიკური განვითარების პარალელურად, შეამციროს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების გაფრქვევები და დაბალემისიიანი განვითარების გზით შეინარჩუნოს საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსის - ის ფარგლებში.
2015 წელს, საქართველომ მოამზადა "ეროვნულად განსაზღვრული წვლილის" დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ხედვა სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. კერძოდ, საქართველო გეგმავს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევა 15-25%-ით:
"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში თანამედროვე კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, მდინარეების კალაპოტებსა თუ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონებში წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების რისკის შემცირებას, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დაცვას," - ამბობენ სამინისტროში.
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა

კომენტარები