მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი, რომელზეც 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დღეს იანგონსა და ქალაქ მეიეკს შორის გაუჩინარდა, ანდამანის ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას ალ ჯაზირა ავრცელებს.

თვითმფრინავი რადარებიდან ოთხშაბათს გაქრა.

Y-8-ზე 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. სამხედრო პერსონალი, მათი ოჯახის წევრები და ეკიპაჟის 14 წევრი. დაკარგულთა შორის არიან ბავშვებიც.

აეროპორტის წყაროს ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა უნდა იყოს.