მასიმო დანჯელომ

5 Dec. 2022, 22:55

ის იყო უკიდურესად ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის კაცი ძალიან მუქი თმით, ერთი წლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდა. დაკარგა დაახლოებით 22 კგ, მისი თმა აღარ არის ისეთი მუქი და დაიწყო ბუდობრივი ცვენა. მე მასთან ნევროლოგ ექიმ შაჰინ ლაჰინთან ერთად ვიყავი და ვნახე, როგორ აცლიდა ის თმას თავიდან. ახლა ეს ენერგიული კაცი შეგიძლიათ, ნახოთ უზომოდ გაუარესებულ მდგომარეობაში...

აშშ-ში როცა გვინდა, შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა თუ ციხის დაწესებულებაში, შეგიძლია, გადაიღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მოგვცეს... ეს ხომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყნის ვესტერნიზებისა და იდენტობის შექმნისთვის? ახლა კი მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას, მას სცემეს კიდეც, ფიზიკურად ათრიეს, მენტალურად დააზიანეს. ეს არის წამება და მეტიც, ის მოწამლეს კიდეც. დოქტორმა სმიტმა მის სხეულში იპოვა დარიშხანის და მერკურის კვალი. ის არის პოლიფარმაციის მსხვერპლი. მასთან იყენებენ მთელ რიგ, დაახლოებით, 14 დასახელების წამალს, რომლებიც არის რუსული წარმოების წამლები და არ არის დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ. [...]

არის ადამიანის უფლებების მთელი რიგი დარღვევები — ცემიდან დაწყებული სხვა ეპიზოდამდე, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს მცველები აღვიძებდნენ ღამით და ურტყამდნენ, ფიზიკურად მიათრევდნენ, მუხლებს კისერზე აჭერდნენ, რამაც უზარმაზარი დაზიანება და ტკივილი გამოიწვია. პრეზიდენტი სააკაშვილი არამხოლოდ მოწამლეს, არამედ აწამეს კიდეც. ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევა. გარდა ამისა, მას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდეს. მას არ ჰქონდა საშუალება დაპირისპირებოდა თავის მოწმეებს, მისი ბრალდებები დაფუძნებული იყო ორმაგ და სამმაგ მონაყოლებზე პოლიტიკური მეტოქეების მიერ. ისინი აკეთებდნენ განცხადებებს მედიასთან მათი სიძულვილის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ...

მე ვესაუბრე სამედიცინო პერსონალს კლინიკაში. ყველამ დამიდასტურა, რომ სააკაშვილი კარგად არ არის. მას აქვს ცხელება ყოველდღე და ვერ ხსნიან, რატომ უარესდება მისი მდგომარეობა ასე. [ფორმულას თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლავროვი იმუქრება, რომ უკრაინის შემდეგ "ანტირუსული ცენტრი" მოლდოვა გახდება
  2. ლეილას გაკვეთილები
  3. რა ვიცით ჩანაწერზე, რომელიც მელიას გაუვრცელეს — მოკლედ
  4. მელია ამბობს, რომ კეზერაშვილს მედიასაშუალებებში წილების ყიდვა უნდა
  5. ნადირაძე პენიტენციურ სამსახურს: თქვენ, სხვათა შორის, მიგვიანებთ ჩარიცხვებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა ადამიანის ნეირონები ვირთხის ტვინთან წარმატებით დააკავშირეს

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ნეირონებს ვირთხების ტვინთან ინტეგრირება შეუძლიათ. კვლევა ჟურნალ Cell Stem Cell-ში…