ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მედიის ცნობით, 10 სასულიერო პირი სხვადასხვაგვარად შეთანხმდნენ საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ისინი პრორუსულ ნარატივებს უწყობდნენ ხელს და ამართლებდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში.

  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, სასულიერო პირების უმეტესობა, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობს.

დეტალები: "უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ყოვლისმომცველ მუშაობას უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვაზე და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", — წერს გამოცემა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.

  • რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო თავდასხმას.