ინჟინრები ქმნიან თვითწარმომქმნელ რობოტებს, რომლებსაც გიგანტური სტრუქტურების აწყობა შეუძლიათ
როდესაც საქმე ეხება კომერციული თვითმფრინავების წარმოებას, სხვადასხვა ნაწილები იწარმოება განსხვავებულ ლოკაციებში. ეს ნიშნავს, რომ სანამ საბოლოოდ ყველა ნაწილს ცენტრალურ ქარხანაში მოათავსებთ და მზა თვითმფრინავს შექმნით, კუდის კომპონენტები, ფიუზელაჟი და ფრთები მზადდება სხვადასხვა ქარხანაში.
მრავალი სხვა დიდი სტრუქტურა ასევე ეწყობა სექციებად. თუმცა, რა მოხდება, თუ სექციების ნაცვლად, მთელი სტრუქტურა ერთობლივად, პატარა რობოტების გუნდის გამოყენებით აეწყობა?
დოქტორანტი, ამირა აბდელ-რაჰმანი და ნილ გერშენფელდი, პროფესორი და MIT-ის მეცნიერი სწორედ ამაზე მუშაობენ. მათი სადოქტორო ნაშრომში ახლახან Nature-ში გამოქვეყნდა.
თვითწარმომქმნელი რობოტები
ახალი კვლევა წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ისეთი რობოტების წარმოებისკენ, რომლებსაც ძირითადად ყველაფრის შექმნა შეუძლიათ. ეს ეფუძნება მრავალწლიან კვლევებს.
MIT-ის გუნდმა წარმატებით შექმნა რობოტების პროტოტიპები. ამ პროტოტიპებს შეუძლიათ პატარა სტრუქტურების აწყობა, რომლებიც მთლიანობაში დიდ სტრუქტურებს ქმნიან.
მათ მონაცემებისაა და ენერგიის ერთი ერთეულიდან მეორეზე გადატანა შეუძლიათ
ადრინდელი ექსპერიმენტების მსგავსად, გუნდის მიდგომა ეყრდნობა ვოქსელებს (2-D პიქსელის მოცულობითი ეკვივალენტი), რომლებიც წარმოადგენს პაწაწინა იდენტური ქვედანაყოფების კრებულს. ისინი ქმნიან დიდ, გამოსაყენებელ სტრუქტურებს.
თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოყენებული ვოქსელები უფრო რთულია, ვიდრე ადრინდელი, რადგან თითოეულ მათგანს შეუძლია მონაცემთა და ენერგიის გადატანა ერთი ერთეულიდან მეორეზე. ადრე ვოქსელები მხოლოდ მექანიკური სტრუქტურული კომპონენტები იყო.
გარდა ამისა, ძველი ვერსიები მოიცავდა რობოტებს, რომლებიც დაკავშირებული იყო მავთულის პაკეტებით და კონტროლის სისტემებით. ახალი სისტემა უფრო ეფექტურია, რადგან ვოქსელები უზრუნველყოფენ ერთი სტრუქტურის არსებობას — საჭირო არ არის მავთულის შეკვრა ან დენის წყაროები.
ვოქსელები ერთმანეთს უერთდებიან რობოტების შესაქმნელად და მათ შეუძლიათ გამოიყენონ მიმაგრების წერტილები კიდევ სხვა ვოქსელის დასაჭერად და მის სასურველ მდგომარეობაში გადასატანად. როდესაც ვოქსელი მიმაგრებულია სტრუქტურაზე, ის თავისუფლდება ამ მდგომარეობაში.
როდესაც სტრუქტურის ზომა საკმარისად დიდი ხდება, რობოტებს შეუძლიათ შექმნან უფრო დიდი რობოტები.
ალგორითმები ამუშავებენ რობოტების გადაწყვეტილების მიღების პროცესს
მკვლევრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ისეთი ალგორითმების შემუშავება, რომლებიც ისეთ რობოტებს ამუშავებენ, რომლებიც მიხვდებიან თუ როდის უნდა ააშენონ სტრუქტურა, როდის დაამატონ მეტი რობოტი და როდის შექმნან უფრო დიდი სტრუქტურა.
გერშენფელდის თქმით, ავტომატური რობოტების შექმნის სისტემა, რომელსაც შეუძლია მასიური სტრუქტურების აწყობა და თვითგამრავლება, ჯერ კიდევ რთული შესამუსავებელია. აქამდე შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გვაშორებდეს. თუმცა, ეს ახალი კვლევა ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია.
საბოლოო ჯამში, ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია დიდი თვითმფრინავების, ქარხნების, ავტომობილებისა და სხვა ტექნოლოგიების დასამზადებლად. მსგავს რობოტ მუშაკებს შეუძლიათ სწრაფად იმუშაონ, რაც დროისა და რესურსების ეკონომიას გასწევს.
ეს რობოტული სისტემა შეგიძლიათ შეადაროთ ბავშვშვს, რომელიც LEGO-ს ბლოკების გამოყენებით დიდ ციხესიმაგრეს აშენებს. ნაშრომმა დიდი ინტერესი გამოიწვია პოტენციური მომხმარებლების მხრიდან, როგორიცაა NASA, რომელთანაც მკვლევარები ახლა თანამშრომლობენ. გარდა ამისა, დაინტერესებულია Airbus SE, ევროპაში დაფუძნებული საჰაერო კოსმოსური კომპანია, რომელიც უშუალოდ აფინანსებს კვლევას.
კომენტარები