ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ.

  • ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც ბირთვული კატასტროფის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს "ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებს ელექტროსადგურში დაძაბულობის გამო.

დეტალები: გუშინ, 27 ნოემბერს უკრაინული სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის პრეზიდენტმა, პეტრო კოტინიმ თქვა, რომ გაჩნდა ნიშნები, რომ რუსული ძალები, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან.

  • პესკოვმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა — "არ არის საჭირო რაღაც ნიშნების ძიება, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს".