კანადაში მედდამ ავარიის მსხვერპლის გადარჩენა სცადა, რომელიც მისი შვილი აღმოჩნდა
კანადელი მედდა, რომელიც ავტოკატასტროფის ადგილზე სასწრაფოს დახმარების ბრიგადასთან ერთად მივიდა, საკუთარ შვილს სიცოცხლის ბოლო წუთებში მკურნალობდა. ავარიისას მიღებული დაზიანებების გამო დედამ საკუთარი შვილი ვერ იცნო და ამის შესახებ მოგვიანებით შეატყობინეს.
ჯეიმ ერიკსონი 15 ნოემბერს ალბერტას გზატკეცილის ყინულოვან მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის გამო გამოიძახეს. ადგილზე მას მძიმედ დაშავებული თინეიჯერი გოგო დახვდა, რომლის ჭრილობებიც სასიკვდილო იყო. ერიკსონი ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა გოგოს დახმარებას, სანამ დაშავებულს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, სადაც ის გარდაიცვალა.
სახლში მისულ ერიკსონს პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც შეატყობინეს, რომ მისი 17 წლის შვილი ავარიის შედეგად დაიღუპა, რადგან დაზიანებები "სიცოცხლესთან შეუთავსებელი" იყო. დედამ სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუთარი შვილის დახმარებას თავად ცდილობდა.
"კრიტიკულად დაშავებული პაციენტი, რომლის შესახებაც მოგვმართეს, ჩემი სისხლი და ხორცი იყო. ჩემი ერთადერთი შვილი — მონტანა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მადლობელი ვარ იმ 17 წლისთვის, რომელიც მის გვერდით გავატარე. თუმცა ისევ ძალიან მაინტერესებს, რისი გაკეთება უნდოდა ჩემს პატარა გოგოს ცხოვრებაში ან ვინ გახდებოდა", — დაწერა ერიკსონმა თავის პოსტში.
დედის თქმით, მონტანა წარმატებული მოცურავე იყო, რომელიც იურიდიულ სკოლაში ჩაბარებას გეგმავდა, თუმცა ახლა სხვების დახმარება "ბოლო საჩუქრით" შეძლო. ერიკსონმა განაცხადა, რომ მისი შვილის ორგანოებს იმ ადამიანებს გადაუნერგავენ, რომლებისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენი პატარა გოგო სხვების მეშვეობით იცოცხლებს. ამ ტრაგედიის შემდეგ მან სხვა ადამიანები გადაარჩინა. ვიცით, რომ ეს მას სურდა და ვამაყობთ მისით, თან ძალიან, ძალიან გვენატრება", — ამბობს ერიკსონი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები